„ვისოლის“ გუნდის წევრმა გიორგი კოდუამ King of Drift 2026-ის ფინალური რბოლა მოიგო და სეზონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ილია ბერიძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი სევასტიან მალიხინი გავიდა. ჩემპიონატის მეხუთე, დასკვნითი ეტაპი 1 ნოემბერს „ლილო არენაზე“ გაიმართა.

2026 წელი „ვისოლისთვის“ ავტოსპორტის მხარდაჭერის ყველაზე შედეგიანი სეზონია. კოდუას ჩემპიონობას წინ უძღოდა კომპანიის მრბოლელების წარმატება NASCAR Euro Series-ში: სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის“კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, სანდრო ქაჯაიამ კი სადებიუტო სეზონი „რუქი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.

გიორგი კოდუას შემდეგი გამოწვევა საერთაშორისო ასპარეზზე ელის: 13–15 ნოემბერს იგი „ვისოლის“ მხარდაჭერით საბერძნეთში FIA Intercontinental Drifting Cup-ში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი იმედოვნებს, რომ ქართველი მრბოლელი სეზონის წარმატებას კიდევ ერთი ჩემპიონის ტიტულით გაამყარებს.

„წელს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში ავტოსპორტის განვითარების კუთხით განსაკუთრებით საამაყო შედეგებში აისახა - NASCAR-ის ევროპული სერიების წარმატებებს გიორგი კოდუას King of Drift 2026-ის ჩემპიონობა დაემატა. თითოეული გამარჯვების უკან მრბოლელების შრომა, ნიჭი და მიზანდასახულობა დგას. ჩვენი ამოცანაა, მათ განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ. ახლა გიორგის საბერძნეთში ვგულშემატკივრობთ და გვჯერა, რომ მას უმაღლესი შედეგისთვის ბრძოლის პოტენციალი აქვს და იქიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება.“, — აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლი“ საქართველოში ავტოსპორტს 2012 წლიდან უჭერს მხარს. მიმდინარე წელს კომპანიის ინიციატივები ავტოსპორტის განვითარებისთვის „გზა შენია“ პლატფორმის ქვეშ გაერთიანდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მრბოლელების პროფესიული განვითარება და ავტოსპორტის პოპულარიზაცია. პლატფორმა აერთიანებს „ვისოლის“ მრბოლელთა გუნდს, შეჯიბრებების მხარდაჭერასა და ციფრულ კონტენტს, მათ შორის დათა ქაჯაიასთან ერთად მომზადებულ YouTube პროექტს „სუპერ ტესტი“. კომპანია საქართველოში ფორმულა 1-ის რბოლების ტრანსლაციის სპონსორიცაა.

“ჩვენ გვსურს, რომ ავტოსპორტი კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ერთადერთი ქართული ბრენდი ვართ ნავთობბაზარზე, რომელიც უკვე 26 წელია ზრუნავს საქართველოში უახლესი სტანდარტების დამკვიდრებას როგორც საწვავი პროდუქტის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხით. “გზა შენია“ სრულფასოვანი მედიაპროდუქტია, სადაც სარბოლო გამოცდილება და ტექნიკური დეტალები ემოციურ სთორითელინგად იქცევა. ამასთან ერთად, კამპანია მოიცავს „ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელთა გუნდის მხარდაჭერას, ბრენდირებულ სარბოლო იდენტობას, გარე რეკლამას, ციფრულ პლატფორმებსა და სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა შორის ყველაზე მსხვილი და მრავალწლიანი პროექი King of Drift-ია.

"გზა შენია" კამპანიის ინსპირაცია იმ ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც „ვისოლი“ როგორც ბრენდი ატარებს – ჩვენ არ ვართ მხოლოდ საწვავის მომწოდებელი, ჩვენ ვქმნით გარემოს და გზაზე ყოფნის სრულფასოვან ეკოსისტემას. მნიშვნელობა არ აქვს, რეკორდებს ამყარებ თუ ყოველდღიურ მარშრუტს გადიხარ, „ვისოლი“ ის თანამგზავრია, რომელიც საჭირო ენერგიას გაძლევს და გიმარტივებს პროცესს. ჩვენი გზავნილიც მარტივია: შენი გზა ინდივიდუალურია, ჩვენ კი ვქმნით პირობებს, რომ ის წარმატებული და კომფორტული იყოს. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია უცვლელია – „ვისოლი“ რჩება ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ სპონსორია, არამედ სისტემურად ავითარებს ამ ავტოსფეროს და აკავშირებს მას ტექნოლოგიებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გზასთან.“ - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის’ მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯაბა ბოკუჩავა.

King of Drift-თან „ვისოლს“ ოთხწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. შეჯიბრება პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელებს აერთიანებს და ხელს უწყობს სარბოლო ინტერესის სპეციალურად მოწყობილ, რეგლამენტირებულ სივრცეში გადატანასა და საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას.

„King of Drift-ში მონაწილეთა პროფესიული დონე საწყის წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეჯიბრების მთავარი ფილოსოფია უცვლელია - მოყვარულ მრბოლელებს კვლავ შეუძლიათ პროფესიონალებთან ერთად იასპარეზონ, გამოცდილება მიიღონ და განვითარდნენ, თუმცა დღეს პოდიუმზე მოხვედრა გაცილებით რთულია. წლევანდელ სეზონში 63 მონაწილე ასპარეზობდა და გიორგი კოდუასაც, რომელმაც შარშანაც გაიმარჯვა, ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად ბევრად უფრო ძლიერი კონკურენციის დაძლევა მოუწია.

სწორედ ამ დაძაბულმა სეზონმა კიდევ უფრო დახვეწა გიორგის ოსტატობა. ვფიქრობ, საბერძნეთში დაგეგმილ FIA Intercontinental Drifting Cup-ზე ის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია და ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ამავდროულად, ვმუშაობთ ქართველი მრბოლელებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საქართველოს King of Drift-ის გამარჯვებულმა Drift Kings International Series-ში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღოს“, — აცხადებს King of Drift-ის დამფუძნებელი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.

„ვისოლისთვის“ „გზა შენია“ მხოლოდ კამპანიის გზავნილი არ არის - ეს არის შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვინც საკუთარ გზას გამარჯვებისკენ მიჰყავს.

R

llcl
ფხაკაძეებო, არ დამიჩაგროთ კოდუას ბოვში, დააფინანსეთ, გაჭირვებული ოჯახიდანაა, ბებიიდან დაწყებული მამა-ბიძით დამთავრებული თუ რამეს იშოვიდნენ თავისი წვალებით, მხოლოდ გაჭირვებულებს ურიგებდნენ!
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა