საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს.

რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული "პოლისიას" მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვაკური ტრნავის "სპარტაკის" ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფეშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)

დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)

ლელა კაკულიდისი
ჩივაძე დაცვაში, ცენტრში მექვაბიშვილი და წინ გუცაევი. სვანაძის იმედად ხართ?)))) სანიოლმა ხომ გაფლანგა წლები, ეხლა მაგის ზღაპრებს უსმინეთ, თავის თავზე მოგიყვებათ მესამე პირში. ტელევიზორის ჩართვასაც არ გირჩევთ. ვინ უკრაინას უნდა მოვუგოთო? ღადაობთ? მალე ქვილითაიასაც გამოიძახებს, მერე იტყვის დრო არ მქონდა შესათამაშებლად, ამხანაგურებიც არ იყოო. მერე ფედერაცია გაუგრძელებს კონტრაქტს სასწრაფოდ და ვივლით ასე წრეზე, სანამ ესენი მართავენ ფედერაციას.
მასხარას
შენ ვის შემოგვთავაზებდი ჭკუისკოლოფო
lasha
ისე თუ დააკვირდებით ყველაზე კარგად დაცვის და მეკარის რგოლში გვაქვს საქმე. დაცვაში გვყავს ყველაზე მაღალი კლასის მოთამაშეები. კარგ გუნდებშიც თამაშობენ. ბოლო შეხვედრაშიც. ნაკრების დაცვა კარგად გამოიყურებოდა. ნუ შუახაზს უნდა მიეხედოს როგორმე და დალაგდეს. და მერე ნორმალური ნაკრები გვეყოლება
rembo))
Kalichava namdvilad
ქართველი
ეგ ის სვანაძე არაა მესამე პირში რომ ლაპარაკობს თავის თავზე?))))))) მაგან რა იცის ფეხბურთის ვაფშე, კაით რაა)) ყველა დილეტანტი რატომ უნდა მოცდეს ამ ოქროს თაობაზე? სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს! რა სვანაძე, რა სანიოლი, ტიპებს რა გემოვნებაც აქვთ ცხოვრებაში,ისეთი ტრენერი ყავთ მოძებნილი მუდმივად))))) საგოიმეთი!
აბონ ციციაშვილი
ეროვნული ლიგიდან ყალიჩავას,ლომინაძეს და ალთუნაშვილს თუ იძახებ შე კაი კაცო-ძაგანიას,ნაჭყებიას და სიხარულაშვილს ვერ ხედავ?ეს ბიჭები კონფერენს ლიგაზეც კარგად თამაშობენ ევროპის საშუალო დონის კლუბებთან რომლებიც ათი თავით მაღლა არიან ქართულ კლუბებთან სამწუხაროდ

ეეჰ,ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა,ისევ კალათბურთელებს ვუგულშემატკივროდ იქნებ ისინი მაინც გავიდნენ მსოფლიოზე!
მდაა
ამდენი ბალასტი რა უბედურაბაა ერთ ნაკრებში….ოკ ხარებაშვილი ახალგაზრდულს დაუთმეს ეგრე იტყვიან მაგრამ ახაკგაზრდულს დარჩა კი რამე ამოცანები ..?! რატომ არ ხდება ამ უკვე ამხანაგურად ქცეულ თამაშებში ( არ თქვათ ახლა ვინმემ რომ უნგრეთთან და უკრაინასთან 6 ქულას აიღებენ კვარაც რომ ყოფილიყო მაქსიმუმ 3 ქულა თუ ძაან გაგვიმართლებდა ახლა კი 1 ქულაც სანატრელი იქნება …რა მექვაბივილი ვინ მოისწრაფიშვილი აუეე სად ხართ რას სვამთ ეგეთს …?!) ნელ-ნელა ახალგაზრდების შემოყვანა გუნდში ხარებას ერთად უნდა იყოს ნარიმანიძეც რატომ არ არის გაგნიძე ხომ მოირჩინა ტრამვა ..?!ასევე კიდევ არის რამდენიმე ფეხბურთელი ვისი ადაპტირებაც აუცილებელია….და საერთოდ რაც უფრო მეტი ახალგაზრდები ანუ მშიერი ფეხბურთელები ( ვისაც უკეთესი კონტრაქტები უკეთეს კლუბებში სჭირდებათ უბრალოდ ახლა რასაც ვხედავდი ბოლო წელიწადნახევარში ბევრს აწყობილი აქვთ საქმე და ის ჟილკა დაკარგეს …მაგიტომაც მეტი ახალგაზრდა მეტი მშიერი და აი შემდეგ იმ ძველებსაც მოენატროს ნაკრებში თამაში ძველი მონდომებით…საქართველოს ნაკრები რასაც ვაკვირდები ამ 35 წლის განმოვლობაში ერთადერთი გუნდია ვისაც ყოველივე თამაშში ჭირდება ახალი სისხლი 2-3 მოთამაშით მაინც თუ გაიხსენებთ დებიუტი 95% ფეხბურთელებისას მაგარი ქონდათ იწყებდნენ მაგრად და მერე ნელნელა უკლებდნენ სხვადასხვა მიზეზთა გამო თუ ერთეულებს არ ჩავთვლით…ასე რომ სვანაძემ მშვენივრად იცის რამდენიმე თაობის ახალგაზრდები და დაიწყოს უნდა გუნდის გაახალგაზრდევება მიუხედევად იმისა რომ გუნდში არ დარჩა ვეტერანები …მაგრამ შეისწავლოს ვინ მოუკლო ევროს შემდეგ შესამჩნევად დასვას ისინი სკამზე ან განაცხადს მიღმა …და ეგებ მოენატროთ ძველი ჟილკით ნაკრებში თამაში …თორემ თუ თავი არ დადე ყოველწამიერად მინდორზე ეგეთი მაღალი კლასის ბევრი ფეხბურთელიც არ გვყავს თავდადების გარეშე არაფერიც არ გამოვა…ხოლო ჩვენები ჩეხეთის შემდეგ თამაშობენ ისე თითქოს უკვე ესპანეთი ვიყოთ ( ამ დროს სამ გადამბულ პასს ვერ ვაკეთებთ) ამან გაჭრა სომხეთთან და მონღოლეთთან დანარჩენებთან კი თითქმის ყველასთან წავაგეთ …ან ამოიღონ თავიდან რომ ევროზე ნათამაშები და მაგრები ვართო ან თვით ესენი ამოიღეთ დროებით მაინც ნაკრებიდან …!!! და ბოლოს კაშიას წასვლის შემდეგ ნაკრებში არ დარჩა “უფროსი ბიძა” ვინც გუნდს გამოაფხიზლებს თამაშის დროს თუნდაც შეყვირებით შეგინებით და ასე შემდეგ …დღესდღეობით ვინც ნაკრების დონეს ინარჩუნებს უფროსი თაობიდან ეს არის ყაზაიშვილი მშვენიერ ფორმაშიც არის და გუნდის აყოლიება ( თამაშის დროს რა თქმა უნდა) სულ შეეძლო მარტოსაც ბევრი თამაში გაუქაჩავს და დღესაც შეძლებს …თორემ გუნდი კი არ ჩერდება არამედ კვდება დიდი მონაკვეთებით აი თუნდაც გაიხსენეთ უკრაინასთან 70 წუთის შემდეგ …საჭირო იყო ვინმეს შეეცაცხანებინა რომ გუნდს გაღვიძებოდა მინდორზე …ამის გამკეთებელი კი არავინ არ არის …!!!
Nika-ს
წარსულშია ჩარჩენილი,სავარაუდოდ 2023წლის U21-ის dream team-ის შეკვრას აპირებს :დ. ყალიჩავა,მოისწრაფიშვილი და გელაშვილი ხომ მაგ გუნდის წევრები იყვნენ. ხო კიდევ მექვაბიშვილი კაპიტანი იყო მაგ გუნდის,ასე რომ სავარაუდოდ სვანაძე ლიდერს ხედავს მასში :დ.
ვახტანგი
რატომ არაა საბა ხარებაშვილი? აზაროვზე უკეთესია, სტაბილურად თამაშობს თურქეთში
რა გჭირთ?
ხარებაშვილი უნდა იყოს! სხვა ვინც გვყავს ყველა აქ არის. მიისწრაფიშვილი კარგი ბიჭია და კარგი თამაშებიც ქონდა და აქვს! უნდა მოისინჯონ ეს ბიჭები! გაგუა კარგი ბიჭია... კორპუს კარგად დგამს და კარგად ანქეილებს ბურთს... შეტევას კარგაფ აგრძელებს. მაისურაძე კარგია! მეკარეებს რაც შეეხება.. ხარატიშვილი ტრავმირებულია და სხვა ვის ელოდით? მაკარიძეს? აცახეთ მწრთვნელს შეარჩიოს შემქდგენლობა! რა ამხანაგურები ქონდა თუ ექნება? სად გამოცადოს? ერთი თბილი სიტყვა არ დაგცთენიათ არცერთს აქ... რა გჭირთ ხალხო? ვინ გვყავს სხვა ნახევარ მცველი და არ დაუძახა? ჩადგება ფორმაში ლომინაძე (გვჭირდება მასეთი ტიპის ნახევარ მცველი. სიგუა ტრამვირებულია თორემ კარგი ბიჭია ეგეც) სამი ცენტრით აპირებს ალბათ თამაშს... მარცხნივ მარტო აზაროვი ვერ იქნება და წიტაიშვილს შეიძლება ფლანგი ჩააბაროს... ან ოთხში ლოჩოც შეიძლება... კაცი საქმეს რომ მოეკიდება და დაიწყებს, ის არ უნდა განიკითხო სანამ არ მორჩება... თავით მხოლოდ ოფოფი შეიცნობაო... ბოლოთი კი საქმეო😉 ( გამსახურდია)
ავთანდილს
კაი რა რეებს ბოდიალობ რა დორნიკე 16 წლის ბავშვი გინდა ტისკში მოაქციო, ეს ჯერ ბავშვია ხან იფრენს ხან ვერაფერს იზამს, კოფენგაგენთან თთბილისში იფრინა მარა დანიაში ვერაფერი ქნა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
რატი
წავიდა წვალება და სვარკა

16 წლის ფეხბურთელი რატო უნდა გამოიძახოს, რადგან კვარაცხელიას ძმაა? დინამოს ძირითად გუნდში საგოლე მოქმედება არ ჰქონია 20 თამაშში, ანუ ჯერ არაა იმ დონეზე რო ნაკრებში ადგილი დაიმსახუროს.
კახი
ისე კვარას გარეშე უფრო შეიძლება უკეთესათ ითამაშონ. ყველა კვარას შეჰყურებდა და რა ექნა ხვიჩას სამი კაცი ფეხზე ეჯდა. ეხლა ყველასგან შეიძლება აფეთქება და ვინ იცის რა მოხდება. ერთი უკრაინას მოუგოთ და დავამსხვრიოთ ეგ სტატისტიკა და მეტი არაფერი მინდა. წარმატებები ბიჭებს.
Dato
ამოვისუნთქე მექვაბიშვილი როცა წავიკითხე
ავთანდილი
კვარას ისევ უმცროსი კვარა თუ შეცვლის, სხვაზე არც კი უნდა იფიქროს სვანაძემ. გამოიძახოს თორნიკე და მისცეს დრო სათამაშოდ. გაამართლებს აუცილებლად.
Nika
დაიწყო ლუბიმჩიკების გამოძახებები. მოსწრაფიშვილს სულ 9 თამაშში აქვს მიღებული მონაწილეობა 509 წუთი სულ და მხოლოდ 1 საგოლე პასი... რითი ჯობია მამუჩაშვილს და ნინუას ან კიდევ 10 კაცის ჩამოთვლა შემიძლია!!! არაა სწორი ესეთი მიდგომა. ძალიან ბევრი თემის წამოწევა შემიძლია უბრალოდ აზრი არ აქვს, საბოლოო ჯამში არაა ეს კაცი ნაკრების დონის. არც ფეხბურთელის გამოცდილება აქვს და საკმარისი არ სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. მიზანმიმართულად ექაჩებიან ნაკრებს ც ლიგაში. რომ იქ იფაფხურონ და შედეგი დაარქვან მერე. ეს ფეხბურთელები გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტს იმსახურებენ.
ჭაბო
ორი მთავარი უთამაშებელი მეკარე
Levani
ნაკანო გამოიძახოს რუსთავიდან სანამ იაპონია დაუძახებს. ანზორის მაინც აჯობებს. და იქნებ გია გრიგალავა დააბრუნოთ ნაკრებში,რას მოიმატებდა წონაში ამდენს.
სიმართლე
ისეთ უსახურ ფეხბურთს თამაშობენ ვერაფერს ვერ იზამენ აგერ მე აგერ თქვენ...მწვრთენლი ხო არ გვიყვარდა და გუნდი უჟილკოდ თამაშობს უდაბლესი დონე გვაქვს ყველაფერში ვაფშე!!!

რას გადაეკიდეთ ამ მექვაბიშვილს ძმურად, ხავი ინიესტა გვყავს და ჩვენ არ ვიცით?
sos
ჯერ სანიოლი იყო გაჯიუტებული და არ იძახებდა გიორბელიძეს,ახლა სვანაძე,რავი იმაზე უარესი რა შეიძლება დააშაოს გიორბელიძემ,რასაც გოჩოლეშვილი,კაკაბაძე და აზაროვი აშავებენ??აზაროვს საერთოდ სათამაშო პრაქტიკაც არ აქვს,ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია!
ომარი
მამუჩაშვილი უნდა გამოეძახა და შანსიც მიეცა!
anzoot
anzoorao ცირკი გრძელდება ძმებოოო
გიორგი
საერთოდ არტო უნდა გამოიძახო ვერ ვხდები სულ სტადიონის გვერდით ცხოვრობდეს. ატლეტიზმი მაგას არააქ. სისწრაფე არააქ.მოკლე პასი სულ უკანააქ ან განზე.გრძლი პასს ვერ აკეთებს.ბრთი ვერ ამოაქ.მეორე სართულზე ვერ ბრძოლობს.ტქნიკური არაა.კარში ვერ ურტყამს საჯარიმოში შერბენს ვერ აკეთბს.
მეზღვაური
რამდენი მწვრთნელიც არ უნდა გამოიცვალოს მაინც ყოველთვის არის კითხვითი ნიშნები შემადგენლობის მხვრივ! ხარებაშვილის და გიორბელიძის არგამოძახება,მაშინ როდესაც მხოლოდ 1 ნომინალური მარცხენა მცველი გვყავს და ისიც თვეების უთამაშებელი აზაროვი! ან მოისწრაფიშვილს რა უნდა ნაკრებში? პ.ს. ახალგაზრდულშიც ლობირებდა მას სვანაძე და ალბათ ეროვნულშიც გააგრძელებს ამას.
Barmalei
კარგი იყო😁👍
პეტუხი კრიშტიანუ
გაარკვიეთ ერთი,მექვაბიშვილს ვინ უზის ხელფასის წილში!!!
1
პირიქით
Emgranti
აზაროვი რატომ.უთამაშებელი არის სკამზე ზის ძირითადად. ლომინაძე რატომ საშინელ.ფორმაშია რაც ტორპედოში კარგად ჩანს გუგეშაშვილი რატომ საერთოდ უგუნდოდ არის, უსამორთლ9ბა ...

გიორბელიძეს რატო არ იძახებენ ნამრებში?თურქეთის სუპსრ ლიგაში თამაშობს აქვს სათამაშო პრაქტიკა,გოლებიც გააქვს და საგოლე პასები!!
lasha
ამერიკიდან შესაძლოა ჩამოაფრინო მესი თუ გყავს და მექვაბიშვილი რა პონტში უნდა აწვალო და ნახევარი პლანეტა შემოატარო :)
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?