UFC-ის მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს RAF-ის ღონისძიებაზე უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან თავს დაესხნენ.

როგორც მერაბმა ვიდეო მიმართვაში გაავრცელა, იგი სასტუმროს მოსაცდელში იმყოფებოდა და ინტერვიუს წერდა, ამ დროს კი უსმარ ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მიუახლოვდნენ და თავს დაესხნენ.

"რა ვერაგული საქციელია, ბიჭებო. მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები გველებივით ზურგიდან მოგვეპარნენ.

რა ტიპის მებრძოლები ხართ? როგორი კაცები იქცევიან ასე, ძმაო? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდათ, მოდი ნამდვილი კაცებივით გავარკვიოთ. თქვენ ზურგიდან მოგვეპარეთ, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით და თან მომზადებულები დაგვხვდით. ეს რა ჯანდაბაა? ზურგიდან? ვინ აკეთებს ამას? საკუთარ თავს კაცებს ეძახით? ჩვეულებრივი ლაჩრები (პატარა ძუკნები) ხართ. ჩვენ სისხლს ვღვრით, ვჩხუბობთ, ვომობთ, თქვენ კი უბრალოდ მუხთლები ხართ, ძმაო.

ნამდვილი კაცები არ ხართ.ეს აჩვენებს თქვენს ხასიათს და იმას, რომ კაცები არ ხართ. რა ჯანდაბაა, ბიჭებო? თუ ჩხუბი გინდათ, ვიჩხუბოთ. მოდი, ვიჩხუბოთ. ჩვენ მებრძოლები ვართ, ძმაო. მე ვლაპარაკობ, ნამდვილი კაცი ვარ, პირდაპირ ვამბობ. თქვენ კი ზურგიდან მოგვეპარეთ და არ ვიცი რამდენი იყავით, თქვენი ყველა მეგობარი გველოდებოდა და ვერაგულად დაგვესხა. ვიცოდი, ბიჭებო, ვიცოდი როგორი ტიპებიც ხართ. ახლახან ჩამოვედი აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ და მათი მეგობრები მალულად, ზურგიდან მოგვეპარნენ და ჩვენს ცემას ეცადნენ, ამდენი კაცი ერთად.

მე კარგად ვარ, ბიჭებო. ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვეტყვი - მაგრად ვარ, მე მებრძოლი ვარ. ეს ჩემთვის არაფერია, მაგრამ ისევ და ისევ, ეს აჩვენებს, როგორი ხალხი ხართ. მე და საბა ნამდვილი კაცებივით ვჩხუბობდით, თქვენ კი ჩ*მორებივით ჩხუბობდით, ძმაო. ჩ*მორები იქცევიან ასე, ძმაო.

20 კაცი 2 კაცის წინააღმდეგ და ძირს დაგდებულებსაც კი ზურგიდან გვირტყამდით. ლაჩრები ხართ, ძმაო. ლაჩრები. ჩვენ კი მეომრები ვართ, ძმაო", - განაცხადა ვიდეო მიმართვაში დვალიშვილმა.

დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
[VIDEO] მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
"ამპარტავნობა ყველას გაანადგურებს" - უმარ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ისლამ მახაჩევზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"მერაბი ნახევრად მკვდარი იყო, არავინ იცით, მას რა სჭირდა..." - დვალიშვილის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ქართველის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა
[VIDEO] ნურმაგომედოვი, რომელსაც დვალიშვილთან რემატჩი სურდა, ნოკაუტით დამარცხდა