ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ თამაშს გამართავს.

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ეგიდით, ბორჯღალოსნები „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფში ლიდერობის განმტკიცებას ეცდებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

300-მდე

გუნდმა, რომელსაც თავდაპირველად “შევარდნები” ეწოდებოდა, მე-20 საუკუნის მიწურულს კი ბორჯღალოსნებად მოინათლა, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი თამაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1989 წლის 12 სექტემბერს გამართა და ზიმბაბვე ქუთაისში 16:3 დაამარცხა.

მას შემდეგ ჩვენი გუნდი მუდმივად პროგრესირებდა. განვლილი 299 მატჩიდან, ბორჯღალოსნებმა მოიგეს 187, ფრედ დაასრულეს 10 და დათმეს 102. განვლილი თამაშებიდან 124 საქართველოში ჩატარდა, 118 სტუმრად, 57 კი ნეიტრალურზე.

2003 წელს ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშეს მსოფლიო თასზე, მას შემდეგ ტურნირის უცვლელი მონაწილეები არიან და 2027 წელს, ავსტრალიაში, მეშვიდედ წარსდგებიან მსოფლიოს უმაღლეს სარაგბო ფორუმზე. გარდა ამისა, საქართველო რეგულარულად თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომლის გამარჯვებული 17-ჯერ გახდა და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველო და ტონგა ერთა თასზე

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი სამი თამაში ზაფხულში, სამხრეთ ამერიკაში გამართეს და სამივე გამარჯვებით დაასრულეს. ჩვენმა გუნდმა ურუგვაის 41:34, სამოას 33:12, ხოლო ჩილეს 49:22 მოუგო.

ერთი კვირის წინ საქართველომ კანადა “ავჭალაზე” რეკორდული სხვაობით, 59:14 დაამარცხა და ჯამში 19 ქულით, ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ტონგამ ზაფხულში ზიმბაბვეს 36:26 მოუგო, ესპანეთთან და პორტუგალიასთან კი შესაბამისად, 19:32 და 28:32 დამარცხდა. ერთი კვირის წინ კუნძულელებმა ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთს 43:38 სძლიეს და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში, 12 ქულით სამოასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს, აქამდე ტონგას 8-ჯერ შევერკინეთ და 6-ჯერ დავამარცხეთ, ორჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. კუნძულელებმა გამარჯვება ბოლოს 2014 წელს იზეიმეს, მას შემდეგ მათთან მიჯრით 5 მოგება გვაქვს, მათგან ბოლო კი 2024 წელს მოვიპოვეთ და ტონგა აქამდე რეკორდული სხვაობით, 22:7 დავამარცხეთ.

როგორც უკვე გითხარით, მომავალ შეხვედრას ორივე გუნდი გამარჯვებული ხვდება. შედეგად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 73.94 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო ტონგა 65.87 ქულით მე-17 პოზიციაზეა.

ხუთი ცვლილებით დამწყებებში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა. კანადასთან მოგებული მატჩის შემდეგ, დამწყებებში ხუთი ცვლილებაა, საიდანაც ოთხი შერკინებაზე და ერთი ხაზზე მოდის. ცვლილებებია მარქაფაშიც.

როტაციის პრინციპით, ცენტრში თამაშს გიორგი შველიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა და ადგილი ლუკა ტაბატაძეს გაუცვალა. ის თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. უცვლელია ღერძი, სადაც თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. დამწყებთა შორის რჩებიან ფრთები - აკა ტაბუცაძე და დაჩი პაპუნაშვილი, ასევე ფულბეკი, გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი.

შერკინების პირველ ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ვანო კარკაძე, ვახტანგ ჯინჭარაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა. სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა გიორგი ახალაძემ და ბაჩუკი ჭუმბაძემ. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ახალბედა გაგი მარგველაშვილი და ვეტერანი კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. შერკინების მესამე ხაზში გამოჩნდა ბექა გორგაძე, რომელსაც კანადასთან არ უთამაშია. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ლუკა ივანიშვილი.

უკვე ვთქვით, რომ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ და ცენტრმა ლუკა ტაბატაძემ. ასევე მარქაფაში გადაინაცვლეს მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ და მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ. კვლავ შემცვლელთა შორის არიან ბურჯი ბექა გიგაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი და ჰავბეკი გელა აფრასიძე. მარქაფაში გამოჩნდა ბურჯი ნიკა აბულაძე.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. V რაუნდი

14 ნოემბერი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00 საქ. დრო

საქართველო - ტონგა

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ბექა შვანგირაძე; 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა ტაბატაძე.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან

მერაბ შარიქაძე: ჰაერში თამაში გამოვასწორეთ

"ბორჯღალოსნები" | ტონგა ვაკეში 6 წლის შემდეგ ბრუნდება

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

"ბორჯღალოსნები" | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო