უეინ რუნიმ შესაძლოა 4,3 მილიონი ფუნტი დაკარგოს. დიახ, სანამ ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს დასალაშქრავად განაწყობს საკუთარ თავს, მანჩესტერში გაგანია სასამართლო პროცესია. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ეგრება თუ არა ფირმა "პროაქტივს"

უეინ რუნიმ შესაძლოა 4,3 მილიონი ფუნტი დაკარგოს. დიახ, სანამ ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს დასალაშქრავად განაწყობს საკუთარ თავს, მანჩესტერში გაგანია სასამართლო პროცესია. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ეგრება თუ არა ფირმა "პროაქტივს" უეინ და კოლინ რუნებისგან ფული და თან საკმაოდ დიდძალი. ხსენებული კომპანია სპორტული მენეჯმენტის პროფილით მუშაობს და უეინ რუნი მასთან 2008 წლამდე თანამშრომლობდა. დღეს "პროაქტივი" აცხადებს, რომ 20 პროცენტი თანხისა, რომელიც რუნების ოჯახმა მასთან დაცილების შემდეგ იშოვნა მაინც მათ ეკუთვნის და საამისოდ, რასაკვირველია, არგუმენტებიც აქვს - ადრე გაფორმებული კონტრაქტები, თურმე უეინსა და კოლინს კომპანიისთვის გვარიანი საკომისიო თანხების გადახდას ავალდებულებს

ვითარება უფრო თვალნათლივ რომ წარმოვიდგინოთ, მოგახსენებთ, რომ რუნის აგენტი პოლ სტრეტფორდი ხსენებული ფირმის დირექტორი გახლდათ, შემდეგ კი ფირმა მიატოვა და კლიენტები თან წაიყვანა.

სასამართლო პროცესი ახალი დაწყებული არ არის, პირველი სხდომა ჯერ კიდევ თებერვალში გაიმართა და მაშინ რუნიმ სტრეტფორდის სასარგებლოდ მისცა ჩვენება. ერთ-ერთი არგუმენტი მარტივი იყო, მე მინდოდა, რომ ჩემი აგენტი ეს კაცი ყოფილიყოო და მორჩა.

რამდენად განიცდის მანჩესტერში მიმდინარე სასამართლოს ამბავს ინგლისის ნაკრებისა და "იუნაიტედის" ფორვარდი ძნელი სათქმელია, თუმცა ყველა განცდა, რომელიც მუნდიალთან არ არის დაკავშირებული ინგლისის ნაკრების თავკაცს ფაბიო კაპელოს ხელს რომ უშლის, რად უნდა ლაპარაკი. მითიფრო, რომ კაპელომ ინგლისელ ჟურნალისტებს სრული დარწმუნებით განუცხადა, რომ მისი ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად საუკეთესო ფორმაში არიან. მეტიც, პირადად რუნის რაც შეეხება, იტალიელს სწამს, რომ მას შეუძლია ისეთივე კვალი დააჩნიოს მსოფლიო ფეხბურთს 1970 წელს პელემ, ხოლო 1986-ში მარადონამ რომ დააჩნიეს.

"ჩვენს ბანაკს ვაკვირდები და რისი დანახვაც მინდა ყველაფერს ვხედავ. ჩვენ ფორმაში შესვლა ჯერ კიდევ ავსტრიაში დავიწყეთ და ახლა, აქ, სამხრეთ აფრიკაში კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ კონდიციები. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის გუნდთან თამაშის დროს ჩემები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად საუცხოო მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ ჩვენი სული ვიპოვნეთ. ჩვენ ვიცით შეხვედრების მსვლელობისას როგორ ვითამაშოთ სხვადასხვა სისტემით. ჩვენ ძალიან შევიცვალეთ. ახლა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა გაცილებით მეტი იციან.

არც ამერიკელებთან თამაშისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება ივარგებს. ჩვენ აქ ერთი შეხვედრისთვის ხომ არა ვართ ჩამოსული. ჯგუფში სამი შეხვედრა გველოდება, ხოლო შემდეგ იქნება პლეიოფები. ამიტომ, ყოველ შეხვედრაში გონების დაძაბვა მოგვიწევს. ყოველ ტურში ჩვენ უნდა მივხვდეთ რა გვინდა იმ შეხვედრისგან და როგორ უნდა გადავჭრათ ჩვენს წინაშე წამოჭრილი ამოცანა.

ბევრი მეკითხება უეინ რუნის ამბავს. ამწუთას მისი მდგომარეობა მაკმაყოფილებს. ვარჯიშებზე მან უკვე დაიწყო გოლების გატანა და ვიმედოვნებ, ამიერიდან შეხვედრებშიც იმავეს გააკეთებს".

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ლიონელ მესი "ბარსელონას" ვარჯიშებზე კალათბურთს თამაშობს [VIDEO]
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]
ფეხბურთის წესებში ცვლილებები ძალაში შევიდა - რა იცვლება ფეხბურთში?
გასაოცარი საფეხბურთო სამყარო გრენლანდიაში [PHOTO]
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს
2k ბავშვებს კალათბურთს აყვარებს
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
Ipn.ge: ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
კურიოზი - გულშემატკივრის გატანილ გოლს ვერავინ მიხვდა [VIDEO]
პირველად 1981 წლის შემდეგ - ირანში ქალებს მატჩზე დასწრების უფლება მისცეს [PHOTO]
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი ბოლო წამზე დაამარცხა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში