"უილიამსი" მეორე პილოტის არჩევითაა დაკავებული
როგორც ცნობილია, 2012 წლის სეზონისთვის ფორმულა 1-ის გუნდებში თითქმის აღარ დარჩა ვაკანსია. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ერთი ადგილი აქვს დარჩენილი შემადგენლობაში - ბრიტანული "უილიამსი" გახლავთ.

ბრაზილიური გაზეთი Globo Esporte წერს გროუვიში, "უილიამსის" ბაზაზე ბრუნო სენას ვიზიტის შესახებ. ბრაზილიელმა პილოტმა საჯინიბოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა და ფიზიკურ ფორმაზე ტესტი ჩაატარა. გროუვის ბაზას ვაკანტური ადგილის მაძიებელი კიდევ ორი პრეტენდენტი ეწვია - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, რომელსაც ხუთმილიონიანი სპონსორული მხარდაჭერა აქვს და გერმანელი ადრიან სუტილი, ვისაც კომპანია Medion-სგან 15 მილიონი მიაქვს გუნდში. სამივე ვიზიტს კერძო ხასიათი ჰქონდა და სხვადასხვა დროს შედგა.

გუნდი არ ჩქარობს მეორე პილოტის დასახელებას და ბრიტანული პრესა ამასთან დაკავშირებით ხუმრობს - ყოველდღიურად კონტრაქტის ფასი ასი ათასით იზრდება. თუმცა, შესაძლოა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის. თუ "უილიამსი" ხელს მოაწერს კატარის ეროვნულ ბანკთან სასპონსორო ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში მეორე პილოტის ფინანსური წვლილი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ბრიტანულ საჯინიბოში ბრუნო სენა დაიმკვიდრებს ადგილს.

სხვათა შორის ბრაზილიელმა დაადასტურა "უილიამსთან" მოლაპარაკებები: "საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ დოკუმენტები არ გაფორმებულა. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას. ცხადია, რომ "უილიამსთან" კონტრაქტი - ყველაზე მისაღები ვარიანტია, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს