რა შეიძლება გახდეს ლონდონის "არსენალის" წარმატების საფუძველი
გთავაზობთ ბრიტანული "ტოქსპორტის" მასალას ლონდონის "არსენალზე". ავტორი მსჯელობს იმაზე, თუ რა შეიძლება გახდეს ჩრდილოლონდონური გუნდის წარმატების საფუძველი.

მოგება ნიუკასლთან

"მეთოფეებმა" იოლად დაძლიეს საშინელი ჩავარდნა და ზედიზედ მოიგეს შეხვედრები "ტოტენჰემთან", "ლივერპულთან" და "მილანთან". მათთვის ახლა მნიშვნელოვანია ტემპის შენარჩუნება. თუკი ორშაბათს "ნიუკასლთანაც" გაიმარჯვებენ, ოთხეულში ფეხს მყარად მოიკიდებენ და ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ მოსახვედრად "ტოტენჰემზე" ზეწოლას გააძლიერებენ. "მეთოფეებმა" ყურადღება არ უნდა მიაქციონ იმედგაცრუებას, რაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით არის გამოწვეული.

დეზების დაწევა

შეიძლება არსენ ვენგერის მთავარი მიზანი ზედა ოთხეულში თავის დამკვიდრება იყოს, მაგრამ "არსენალის" მომავალი უფრო მარტივი იქნება, თუკი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოახერხებს კვალიფიკაციას. თუ ეს მოხერხდა, მწვრთნელს მთელი ზაფხული მხოლოდ ტრანსფერები ექნება საფიქრალი. წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს გაუხარდება, თუკი ისინი მაინც მოახერხებენ ჩრდილოეთ ლონდონის მეფობას.

ახალი კონტრაქტი ვან პერსის

ჩამონათვალში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. როგორც ვიცით, რობინ ვან პერსის გარეშე "არსენალს" საუკეთესო შემთხვევაში ცხრილის შუაში მოუწევს ყურყუტი. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელის მზადყოფნა ყოველი მატჩში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მის კონტრაქტს ვადა მალე გასდის და გუნდმა ფეხბურთელი უნდა დაარწმუნოს, რომ "ემირიტსზე" დარჩეს. ამისთვის საჭირო იქნება ლიგის საგზური, ხელფასის მომატება და რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელის ტრანსფერი.

ჯეკის დაბრუნება

ნასრისა და ფაბრეგასის წასვლის შემდეგ ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ გუნდის ნახევარდაცვის მთავარი ფიგურა ჯეკ უილშირი გახდებოდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო მას ჯერ ერთი წუთითაც არ უთამაშია. თუკი უილშირი სეზონის დასრულებამდე დაბრუნებას მოახერხებს, ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაჰყვება. ვენგერს კი იმედი ექნება, რომ ის მორიგ ტრავმას არ მიიღებს.

ბალასტისგან გათავისუფლება

მარუან შამახი და პაკ ჩუ იუნი "არსენალიდან" წამსვლელთა სიმბოლოებად იქცნენ. "მილანთან" მოედანზე მათმა გამოჩენამ გულშემატკივრებში გაოცება გამოიწვია. მაგრამ საქმე მხოლოდ მაროკოელსა და კორეელში არ არის. შემადგენლობაში სხვა სტაბილურად არაეფექტური ფეხბურთელებიც არიან: კარლოს ველა, ნიკლას ბენდტნერი, დენილსონი, მანუელ ალმუნია, აბუ დიაბი და ანდრეი არშავინი. ზოგიერთის ხელფასს თუ გავითვალისწინებთ, წმენდის აუცილებლობა აშკარა ხდება.

ახალი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ალექს სონგი ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი ვარდნის "ავტორია". ამასთან მას პრემიერლიგაში 7 საგოლე გადაცემა აქვს. იმდენივე, რამდენიც ამპლუით შემქმნელებს გარეთ ბეილს, ეშლი იანგსა და სამირ ნასრის. კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ მისი წყურვილი შეტევებისადმი "არსენალის" დაცვას ხშირად ცუდ სამსახურს უწევს. "არსენალს" ამ პოზიციაზე საიმედო დასაყრდენი სჭირდება, რაც სონგს თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

ბევრს გაუკვირდა, როცა ვენგერმა ქვედა ლიგის გუნდს ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი გადაუხადა. თუმცა დღეს უკვე ყველა ფიქრობს, რომ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ინგლისის ნაკრებისთვისაც კი მზადაა. ჟერვინიოს არყოფნის პერიოდში მან ფლანგზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. აფრიკელის დაბრუნების შემდეგ კი შანსი მოედნის ცენტრში მიიღო. მან აქაც გაიბრწყინა ვიეირას სტილის დრიბლინგებითა და ჭკვიანური პოზიციური თამაშის წყალობით. ის ისე მშვიდად თამაშობს, რომ ხანდახან გავიწყებს, რომ 18 წლისაა. უილშირის გვერდით ის თამაშს მხოლოდ მოუმატებს.

სტივ ბოულდი №2

ხშირად იწერება, რომ ვენგერს გუნდისადმი ახლებური მიდგომა სჭირდება. სამწვრთნელო შტაბის გადახალისება კი ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. პეტ რაისმა უკვე განაცხადა, რომ ზაფხულზე გუნდიდან წასვლას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ვენგერის შემდეგ №2-ის პოზიცია სტივ ბოულდისთვის თავისუფლდება. ის რამდენიმე წელიწადია, "არსენალის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.

ტიტული

მომდევნო სეზონისთვის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის - "არსენალი" უბრალოდ ვალდებულია რაიმე მოიგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"