ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სოსო ფრუიძე: საჩხერეში საფეხბურთო გარემოა, "ჩიხურა" უმაღლესისთვის მზადაა!

სოსო ფრუიძე: საჩხერეში საფეხბურთო გარემოა, "ჩიხურა" უმაღლესისთვის მზადაა!

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს საფეხბურთო კლუბში მუშაობაზე არ უმოქმედია
საჩხერის "ჩიხურამ" პირველი ლიგის პირველი ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი გათამაშების საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

"ჩიხურას" მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია და მისი მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორაა ამისთვის გუნდი მომზადებული და როგორ ვითარდება "ჩიხურას" საკლუბო ინფრასტრუქტურა.

- სატურნირო ცხრილიდან ჩანს, რომ პირველლიგელ მეტოქეებს უპრობლემოდ სჯობდით...

- პირველი ლიგის ლიდერობისთვის მართლაც მზად ვართ, მოახლოებულ რვაგუნდიან გათამაშებაში წარმატება კი გაცილებით რთული იქნება.

- შეძლებს "ჩიხურას" ამჟამინდელი შემადგენლობა, იყოს კონკურენტუნარიანი პლეი აუტშიც და უმაღლეს ლიგაშიც?

- მარტვილის "მერანის" მაგალითს გაგახსენებთ, რომლის ბირთვიც პირველი ლიგაში თამაშის შემდეგ უცვლელი დარჩა. ყველაფერს მოახლოებული მატჩები გამოაჩენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში ამჟამინდელი შემადგენლობითაც კი კონკურენტუნარიანი იქნება და სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში იტრიალებს.

- თუმცა პლეი აუტში იოლი მეტოქეები არ გეყოლებათ...

- გეთანხმებით. უმაღლესლიგელებთანაც და პირველი ლიგის საუკეთესო გუნდებთანაც წინ საკმაოდ მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადასვლის დიდი იმედი გვაქვს. ისე, არც ის გამოვრიცხოთ, რომ მომავალ სეზონში შეიძლება 14-მა ან 16-მა გუნდმა ითამაშოს.

- თავად თუ ემხრობით ამგვარ გადაწყვეტილებას?

- ვემხრობი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს "ჩიხურას" საუმაღლესლიგო შანსებს გაზრდის. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი გვეყოლება. ამით განვითარების საშუალება მეტ მწვრთნელსა და ფეხბურთელს მიეცემა. თუმცა, ბუნებრივია, ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ უმაღლეს ლიგაში თამაშის მსურველი კლუბები ყველა სალიცენზიო მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

- "ჩიხურას" ხელმძღვანელობა უმაღლეს ლიგაში გადასვლას დაბეჯითებით ითხოვს თუ ეს სასურველი მიზანია?

- ამდენი წელი პირველ ლიგაში გავატარეთ და უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგას დავუბრუნდეთ და ჩვენი სიტყვა იქაც ვთქვათ.

- ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კლუბს რაიმე დაბრკოლება ხომ არ შეუქმნა?

- არა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, საწვრთნელი პროცესიც ჩვეულებრივად გრძელდება და არც ხელფასები გვიანდება. თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, არასაფეხბურთო პრობლემები ხელს ვერც უმაღლესი ლიგისთვის ბრძოლაში შეგვიშლის.

- როგორც ვიცით, თქვენ მხოლოდ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი კი არ ხართ, მთელ საკლუბო სისტემასაც კურირებთ...

- დიახ, საკმაოდ ფართო უფლება-მოვალეობები მაქვს. ვხელმძღვანელობ ბავშვთა საფეხბურთო სკოლას, კოორდინაციას ვუწევ დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა გუნდების საწვრთნელ პროცესს. ჩვენთან B და C ლიცენზიის მქონე 22 სპეციალისტია დასაქმებული და 450-ამდე ბავშვი ვარჯიშობს - ყველა უფასოდ. კლუბი მათი მგზავრობისა და კვების ხარჯებსაც ფარავს.

- მივუბრუნდეთ უშუალოდ თქვენს გუნდს. ზამთრის საწვრთნელი პროცესი ისე წარიმართა, როგორც თქვენ გსურდათ?

- ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ პირველი ლიგა უმაღლეს ლიგაზე გვიან განახლდა და ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვართ. შეკრება ნორმალურად ჩავატარეთ და საკონტროლო მატჩში ერევნის "არარატის" 4:0 დამარცხებამ დაგვანახა, რომ სწორად ვმუშაობთ.

- გამოცდილი ფეხბურთელები ისედაც გყავდათ, ზამთარში კი, ქართული საზომებით, არცთუ ურიგო მოთამაშეები დაიმატეთ...

- აქცენტს გამოცდილ მოთამაშეებზე ვაკეთებთ, თუმცა უარს არც ნიჭიერ ახალგაზრდებზე ვამბობთ. ზამთარში დავიმატეთ ძამსაშვილი, ჩიხრაძე, მურველაშვილი და იაშვილი.

- სანდრო იაშვილზე ცალკე მინდა გკითხოთ. როგორ ფორმაშია იგი და კიდევ თუ აქვს იმის შანსი, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის დონეზე გამოირჩეოდეს?

- იაშვილს ძალიან დიდი დრო გაუცდა, რისი ანაზღაურებაც იოლი ნამდვილად არ არის. სანდრო ჯერ კიდევ წონაშია, თუმცა ძალიან მონდომებულია და ბევრს შრომობს. 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა, მაგრამ 18-კაციან განაცხადში მოხვედრას უკვე იმსახურებს. მოკლედ, მისი დიდი იმედი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი