მანუს აზრით, "კანტუს" ევროლიგის მეოთხედფინალში გასვლაც შეეძლო
იტალიური "კანტუ" ევროლიგაზე ესპანურ "ბარსელონას" დაეტოლა და კატალონიურ გრანდთან შედარებით დაბალი სულაც არ აღმოჩნდა: ბარსელონაში საწყისი სამი პერიოდის შემდეგ "კანტუ" იგებდა, ბოლო წამებზე კი 60:65 დამარცხდა; განმეორებით შეხვედრაში თითქმის მოგებული თამაში წააგო, ისიც მინიმალური სხვაობით 62:63.

მაინც ვინ აიყვანა გუნდი "ბარსას" სიმაღლემდე? პასუხის ძიებაში თუ ცალკეული პერსონების ჩამოთვლას დავიწყებთ, არ უნდა გამოგვრჩეს მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერი, ექს-ბარსელონელი ჯანლუკა ბაზილე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი...

მანუმ ხომ გასულ კვირას კაუნასში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროლიგის დონის მოთამაშეა - 32 ქულა ჩააგდო და ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მის შესახებ ევროლიგის საიტზეც დაიწერა, იტალიელმა ჟურნალისტებმაც ბევრი ილაპარაკეს და გულშემატკივართა აზრებიც მოვისმინეთ. ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის გაცილებით საინტერესო უნდა იყოს თავად კალათბურთელის მოსაზრება.

მანუს იტალიაში დავუკავშირდით და საუბარი "კანტუს" ბოლოდროინდელი წარმატებებით დავიწყეთ. გუნდმა ოთხშაბათს, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "კასერტა" სტუმრად დაამარცხა, მანუჩარმა 18 ქულა ჩააგდო.

- დავიწყებ იქიდან, რომ ტრავმების გამო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. გვაკლია გამოცდილი ბაზილე, ასევე დაშავებულია ჩინჩარინი. თუმცა ამის მიუხედავად "კასერტასთან" დამაჯერებლად ვითამაშეთ.

კვირაში ორი მატჩის გამართვას მიჩვეულები ვართ: ერთ შეხვედრას ევროლიგაზე ვატარებდით, მეორეს - იტალიის ჩემპიონატში. ეს გარემოება დაგვეხმარა შუა კვირაში სერია A-ს მატჩისთვის სათანადოდ მომზადებაში.

ბოლო დროს დაცვაში კარგად გამოვიყურებით, მეტოქეს არც ამჯერად მივეცით 60 ქულამდე ასვლის საშუალება. სწორი დაცვა კი ყოველთვის გეხმარება შეტევაში თავისუფლად თამაშში.

- "კასერტასთან" დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროლიგის ტოპ-16-ში "ჟალგირისი" სტუმრად დაამარცხეთ. იმ მატჩში ჩაგდებულ 32 ქულასა და ტურის საუკეთესოდ შენს აღიარებას იტალიაში რა გამოხმაურება მოჰყვა?

- დადებითი მოვლენა იყო, თუმცა იტალიაში განსაკუთრებული ხმაური არ გამოუწვევია. ზოგადად კი, სასიამოვნო იყო. არა მგონია, ბევრი ისეთი კალათბურთელი არსებობდეს, ევროლიგაზე ყოველ ტურში 20-ზე მეტი ქულის ჩაგდება რომ შეეძლოს. ამიტომაცაა, სხვადასხვა ტურში ერთი და იგივე მოთამაშე საუკეთესოდ იშვიათად სახელდება. ამჯერად მე ჩავაგდე 32 ქულა, რაც კარიერაში საუკეთესო შედეგია. 32-მდე აქამდე არ ავსულვარ. ამასთან, ესაა ევროლიგის ისტორიაში ტოპ-16-ის მეოთხე მაჩვენებელი.

თუმცა, ჩემი ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ყოველ მატჩში 30-ზე მეტ ქულას მოვაგროვებ, თუნდაც "კანტუს" სათამაშო სტრატეგიის გამო. ზოგიერთი გუნდი აწყობილია ლიდერებზე, რომლებიც ყოველთვის უხვქულიანობით გამოირჩევიან. ჩვენთან ლიდერები არ არიან, თუ აკვირდებით, ყოველ მატჩში სხავდასხვა კალათბურთელი კისრულობს ბომბარდირობას. ჩემი ამოცანა არა ქულებზე ნადირობა, არამედ გუნდისთვის სარგებლის მოტანაა. ვცდილობ, რითაც შემიძლია, "კანტუს" იმით დავეხმარო.

- წლევანდელ ევროლიგაზე ორი კარგი თამაში ჩაატარეთ შეჯიბრების ფავორიტ "ბარსელონასთან". რა დაგანახვათ ამ მატჩებმა?

- დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვისწავლეთ ასეთ დონეზე წარმატების მისაღწევად როგორი კალათბურთი უნდა ითამაშო, როგორ უნდა მოემზადო და გამოჩნდა რა შეგვიძლია. "ბარსელონა" გრანდია და ყველა მატჩში ფავორიტია. ამიტომ მასთან დასაკარგი არავის არაფერი აქვს, რაც კალათბურთელს ეხმარება შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში. კატალონიელებთან ორივე თამაშში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია...

- იტალიაში "ბარსასთან" მინიმალური სხვაობით წააგეთ, ის შეხვედრა რომ მოგეგოთ ახლა მეოთხედფინალში ითამაშებდით...

- დასანანი მარცხი იყო. ბოლო წამებზე ხუან კარლოს ნავარომ ორი საჯარიმო გამოიყენა. არადა, დღესაც ვფიქრობ, რომ მასზე ნიკოლა მაძარინო არ დაჯარიმებულა. ასეა თუ ისე, "ბარსამ" ორივე შემთხვევაში გამოცდილებით გვაჯობა.

- ნავარომდე გიორგი შერმადინმა ჩააგდო ორივე საჯარიმო. აშკარაა, ტანმაღალი ქართველი "კანტუს" კარგად შეეგუა.

- საკითხავია, შერმადინი შეეგუა გუნდს, თუ გუნდი - შერმადინს. "კანტუს" სწორედ გიორგის დარი კალათბურთელი სჭირდებოდა, მაღალი, მოძრავი, შედეგიანი... არა მგონია, ევროლიგაზე ვინმე შემთხვევით ხვდებოდეს და ასე შედეგიანად უბრალო გამართლების გამო თამაშობდეს. მას უზომოდ დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, სადღეისოდ შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ ვერ ავლენს. ამისთვის დრო სჭირდება.

რაც მთავარია, ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ასეთი კალათბურთელი ბევრი არ არის და სასიამოვნოა, რომ გიორგისთან ერთად "კანტუს" პარალელურად ნაკრებშიც მიწევს თამაში.

- შერმადინს ევროლიგაზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, ვიდრე იტალიის ჩემპიონატში. რა იყო ამის მიზეზი?

- "კანტუს" მართლაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ანდრეა ტრინჩიერი შესანიშნავი ფსიქოლოგია, იცის ვის როგორი კუთხით მიუდგეს. გუნდი გააზრებულ კალათბურთს უჩვენებს და მწვრთნელი ევროლიგაზეც სათანადოდ იყენებდა შერმადინს, 22 წუთს ათამაშებდა. იტალიის ჩემპიონატში კი გიორგი მოედანზე ჩვიდმეტიოდე წუთს ატარებს. ამის მიზეზი არა მწვრთნელი, არამედ ფოლების პრობლემაა.

ეს არც ჩემთვისაა უცხო, იტალიაში ჩამოსვლის საწყის პერიოდში მეც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. მსაჯები ახალგაზრდებს უფრო თავისუფლად აჯარიმებენ. თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი მალე გამოსწორდება და შერმადინს იტალიაშიც მოემატება სათამაშო დრო. ერთსაც დავამატებ: მას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და ეს თავადაც კარგად იცის.

- რადგან ევროლიგაზე "კანტუს" გამოსვლა მიმოვიხილეთ, ბოლოს ერთ-ერთ საკვანძო დაპირისპირებაზე გკითხავ. "კანტუ" "მაქაბის" მხოლოდ მიღებულ-გაშვებული ბურთების სხვაობით ჩამორჩა...

- შინ დამაჯერებლად ვიასპარეზეთ და "მაქაბი" 82:74 დავამარცხეთ. სტუმრადაც კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის შემდეგ ვიგებდით კიდეც, მაგრამ მესამე პერიოდში მეტოქის აგრესიული დაცვა ვერ გადავლახეთ, ჩვენი მხრიდან კი მწვრთნელის მითითებანი არასათანადოდ შევასრულეთ და, ფაქტობრივად, ათ წუთში გადაწყდა ჩვენი ბედი.

მეოთხე რაუნდში თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ. რომ არა მესამე პერიოდის დაღმასვლა, ისრაელში წარმატებაზე ფიქრიც შეიძლებოდა. საბოლოოდ კი გამოჩნდა, რომ "კანტუ" ტოპ-16-ის ერთ-ერთი საინტერესო გუნდი იყო და მეოთხედფინალში გასვლაც ხელეწიფებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
სფფ-ის დელეგაციის ვიზიტი კახეთის რეგიონში
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
ფაბრიციო რომანო: უელბეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჩელსიში" გადავა
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა