27-ე ტური "აიაჩო"-"მარსელის" მატჩით გაიხსნა - კორსიკელები სასწაულს სასწაულზე გვთავაზობენ

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტური პარასკევს "აიაჩო"-"მარსელის" მატჩით გაიხსნა. ორიოდე სიტყვით ჯერ ამ თამაშს შევეხოთ. კორსიკელები სასწაულს სასწაულზე გვთავაზობენ. მათ მოახერხეს და ცხრილის ფსკერიდან ნელ-ნელა ზემოთ აინაცვლეს.

ოლივიე პანტალონის შეგირდებზე დამთრგუნველად არც წინა ტურში "პარკ დე პრენსზე" განადგურებას უმოქმედია. "მარსელის" გამოსვლისთვის ობიექტური შეფასების მიცემა კი ძალიან გვიჭირს. პროვანსელებმა სეზონი კოშმარულად დაიწყეს, რამდენიმეთვიანი რეცესიის შემდეგ კი ჯერ თამაშს უკლეს და ახლა ისევ "გაშტერდნენ" - ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში წააგეს და თანაც ისე, რომ გოლიც კი არ გაუტანიათ.

ასეთი ასპარეზობით დიდიე დეშამის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" რას გახდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მათი ერთადერთი შანსი ისევ მილანური გრანდია, რომელიც თავადაც საშინელ ფორმაშია. "ნერაძურის" ბოლო 10-იდან 7 წაგება აქვს.

სტივ მანდანდას კარში გოლი ელემენტარულ სიტუაციაში გავიდა: ალუ დიარამ ბურთი ცოტათი წინ გაიგდო. ფეხებში მას ანტონი ლიპინი ჩაუვარდა და წაართვა. მასპინძელთა მცველმა ფლანგზე გახსნილ ჟოან კავალის გადააწოდა. უკანასკნელის ჩაწოდებას ბენჟამინ ანდრე გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ჯერ კიდევ ცოცხალია

"სტად დე ჟერლანზე" ტურის ცენტრალურ თამაშს 33 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ "ლიონი" ძალიან ცუდად "მოიქცა" და ჩემპიონთა ლიგაში კვიპროსულ აპოელ-თან გამოვარდა, სეზონის დარჩენილ ნაწილში მათ ჯერ კიდევ დარჩათ გადასაჭრელი ამოცანები.

რადაც უნდა დაუჯდეს, რემი გარდის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს, რათა ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფმა მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი არ გაიხადოს. ამის გაკეთება "ლომებს" ჯერ კიდევ შეუძლიათ, რადგან სხვაობა მესამე ადგილზე მყოფ "ლილთან" სულ რაღაც 4 ქულაა. წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელოვანი ბრძოლა ჰქონდა გადასახდელი გუნდს - ის ხომ უშუალო კონკურენტს მასპინძლობდა.

მოქმედ ჩემპიონებზე კი უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი უკვე დაკარგეს. თეორიულად ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არა იმ ტემპის გათვალისწინებით, რითაც პსჟ და "მონპელიე" წინ მიიწევენ. მასპინძლებს თამაშის "გაკეთება" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ.

მათ ჯერ მუამადუ დაბოს გარღვევითა და ალექსანდრ ლაკაზეტის კომბინაციით ისარგებლეს, შემდეგ კი უპირატესობა ბასტოსი-ლაკაზეტი-ლოპესის მიერ გათამაშებული ბურთით გაზარდეს.

ტაიმის მიწურულს შეჯუ პედრეტის კუთხურს თავით გამოეხმაურა. მეორე ნახევარში "ლიონმა" კიდევ ერთ განსაცდელს გაუძლო. 70-ე წუთზე არბიტრმა ლოვრენს აზარის წინააღმდეგ უხეშობა არ აპატია და მეორე ყვითელი აუფრიალა. მასპინძლებმა "ლილის" შეტევებს ბოლომდე გაუძლეს და შელახული რეპუტაცია მცირედით მაინც აღიდგინეს.

მეორე ლიდერს აღარ ეყო

კვირა საღამოს ითამაშა ჩემპიონატის ლიდერმა "პარი სენ-ჟერმენმა" და დაამტკიცა, თუ რატომ არის ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი.

პირველი ნახევრის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა არბიტრმა სისოკოს ბოტეაკის წინააღმდეგ ბინძური თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. 49-ე წუთზე ტიენემ ოაროს პასი საჯარიმოში მარტოდ მყოფმა მიიღო და ანგარიში გახსნა. "ლურჯ-წითლები" ამის შემდეგ მხოლოდ თავდაცვაზეღა ფიქრობდნენ, მაგრამ ამან არ გაამართლა. კაკუტა-ზარური-პოლის მიერ გათამაშებული ბურთი სირიგუს კარში აღმოჩნდა.

ბრწყინვალედ მოასპარეზე იტალიელი ამ შემთხვევაში უძლური იყო. თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე კი "დიჟონის" მორიგ კუთხურს სტუმართა ელვისებური კონტრშეტევა მოჰყვა. მენეზმა და გამეირომ რეინეს შანსი არ დაუტოვეს. მოგეხსენებათ, სწორედ "დიჟონმა" ჩამოაგდო "მონპელიე" მეორე ადგილზე. ამჯერად მას წამები დააკლდა, რომ იგივე პსჟ-თვისაც გაეკეთებინა.

აიაჩო-მარსელი 1:0

გოლი: 1:0 ანდრე (88)

ბრესტი-ბორდო 0:2

გოლები: 0:1 გუფრანი (35), 0:2 პლაშილი (48)

ევიანი-სოშო 2:3

გოლები: 1:0 მონგონგუ (5) პენ, 1:1 ბუტინი (30), 1:2 ნოგეირა (44), 1:3 ბუტინი (66), 2:3 კამბონი (71)

ნიცა-ნანსი 1:1

გოლები: 0:1 ნიკულაე (13), 1:1 ჯაჯეჯე (37)

ტულუზი-ლორიანი 1:1

გოლები: 1:0 მარეკი (51) სკ-ში, 1:1 ემერგარა (61)

ვალანსიენი-სენტ ეტიენი 1:2

გოლები: 1:0 აბუბაკარი (69), 1:1 აუბამეიანგი (73), 1:2 საკო (77)

ლიონი-ლილი 2:1

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (12), 2:0 ლოპესი (39), 2:1 შეჯუ (45)

დიჟონი-პსჟ 1:2

გოლები: 0:1 ტიენე (49), 1:1 პოლი (76), 1:2 გამეირო (90)

რენი-ოსერი 1:1

გოლები: 0:1 ოლიეჩი (10), 1:1 ბრაიმი (66)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 27 17 7 3 50:27 58

2. მონპელიე 27 17 6 4 52-26 57

3. ლილი 27 12 11 4 46-31 47

4. სტ. ეტიენი 27 13 7 7 35-29 46

5. რენი 27 12 8 7 37-31 44

6. ტულუზი 27 12 8 7 29-24 44

7. ლიონი 27 13 4 10 43-35 43

8. მარსელი 27 10 9 8 34-27 39

9. ბორდო 27 10 9 8 33-30 39

10. ევიანი 27 8 9 10 39-40 33

11. ვალანსიენი 27 8 7 12 28-30 31

12. ბრესტი 27 5 15 7 22-24 30

13. აიაჩო 27 7 8 12 29-47 29

14. კანი 27 7 7 13 30:40 28

15. ლორიანი 27 6 10 11 25-35 28

16. ნიცა 27 6 9 12 26-31 27

17. ნანსი 27 6 9 12 25-36 27

18. დიჟონი 27 7 6 14 32:47 27

19. ოსერი 27 4 12 11 33-41 24

20. სოშო 27 5 9 13 26-43 24

ბომბარდირები: 17 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე); 13 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 11-11 - პიერ-ემერიკ აუბამეიანგი (სტ. ეტიენი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი); ედენ აზარი (ლილი), 10 - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

მომდევნო ტური:

17 მარტი: ოსერი-ევიანი, ბორდო-აიაჩო, კანი-პარი სენ ჟერმენი, ლორიანი-ბრესტი, მარსელი-დიჟონი, ნანსი-მონპელიე, სენტ ეტიენი-ლიონი

18 მარტი: რენი-ტულუზი, სოშო-ნიცა, ლილი-ვალანსიენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
[VIDEO] პსჟ-ის მცველის საოცრება - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს