ხორვატიაში ჭაბუკ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობაზე საქართველოდან 5 მუშკეტერი ჩაება - სამი ხმალსა და ორი რაპირაში
კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა ხორვატიაში ჭაბუკ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობა. საქართველოდან შეჯიბრებაში 5 მუშკეტერი ჩაება - სამი ხმალსა და ორი რაპირაში.

ახალგაზრდებს შორის მოხმალავე სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ხუთი შეხვედრა მოიგო, პლეიოფებში იტალიელ პურფრანჩესკო ალბანზესაც აჯობა 15:11, რვა საუკეთესოში შესასვლელი პაექრობა კი ბელარუს სიარჰეი შაჩანინთან დათმო - 8:15. არადა, სლავი მეტოქე მანამდე ჯგუფში დაჯაბნა.

საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავიდა.

ასევე, ხმალში ცდიდნენ ძალებს საბა სულამანიძე და კადეტებში შარშანდელი მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი.

პლეიოფებში მათი წინსვლა რუსმა არტურ ოკუნევმა (15:8) და იტალიელმა ალესანდრო რიკარდიმ (15:10) შეაჩერეს. ჩვენებურებს, შესაბამისად, 39-ე და 45-ე ადგილები ერგოთ, საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ანდრას სატმარი (უნგრეთი), 2. ემანუელ განსი (საფრანგეთი), 3. სტეფანო სკეფი (იტალია) და ალექსანდრ ტრუშაკოვი (რუსეთი).

საბა სულმანიძემ უკეთ იასპარეზა კადეტებში, თუმცა 22-ე ადგილს ვერ გასცდა - ფრანგ კლემენტ კამბეილთან დამარცხდა - 10:15. ჩემპიონობა აქ იტალიელ ლასარო რინალდის ხვდა.

კადეტებში ცდიდნენ ძალებს ლუკა ღაღანიძე და თეონა გოგლიძეც (ორივე - რაპირა). 83 მონაწილეს შორის მე-17 ადგილზე გავიდა ლუკა ღაღანიძე.

ჯგუფში მან 5 შეხვედრა მოიგო და ერთადერთი პაექრობა დათმო ფრანგ ერვან ლუქლინთან, რომელიც საბოლოოდ მე-2 ადგილზე გავიდა (ფინალში იტალიელ ფრანჩესკოსთან წააგო).

ლუკამ მეთექვსმეტედფინალში ბელარუს დმიტრი პუშკარევიჩს აჯობა 15:12, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში რუს ალექსანდრ პივოვაროვს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 7:15.

რაც შეეხება გოგლიძეს, იგი 42-ე ადგილს დაყაბულდა. ოქროს მედალი იტალიელი ერიკა კიპრერას მძლეველმა რუსმა ქრისტინა სამსონოვამ დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს