ფრანგულ კაპელა-ლა-გრანდეს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში ჩვენებურმა 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობდა ფრანგულ კაპელა-ლა-გრანდეს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი იყო 30 000 ევრო.

პირველობისთვის მრავალი ცნობილი დიდოსტატი იბრძოდა. ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ საქართველოს ექსჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ იასპარეზა.

მე-8 ტურში მან სომეხი ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა, ბოლო ტურში კი ინდოელ პარიმარჯან ნეგის დაუზავდა და 7 ქულა მოაგროვა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი) და ტიგრან ჩარამიანი (საფრანგეთი), ხოლო მარტინ კრავცივმა (უკრაინა) იულიან რადულსკის (ბულგარეთი) სძლია და ერთბაშად ხუთმა მოჭადრაკემ 7-7 ქულას მოუყარა თავი.

საბოლოოდ, უკეთესი კოეფიციენტით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ჰარიკრიშნა (3000 ევრო), 2. ნეგი (2000), 3. სანიკიძე (1500), 4. ჩარამიანი (1000), 5. კრავცივი (900 ევრო).

6,5 ქულით VI-XXI ადგილები გაინაწილა დავით არუთინიანმა (საბოლოოდ - მე-15), რომელსაც 500 ევრო ერგო, ხოლო დავით ჯოჯუა 6 ქულით 36-ე ადგილსა და 150 ევროს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს