თურქულ "ქაისერისფორში" სურთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ტყუპისცალმა ბავშვთა აკადემია ჩაიბაროს
იყო დრო, როცა შოთა და არჩილ არველაძეები ერთად თამაშობდნენ თურქულ "ტრაბზონსფორში". ახლა კი დგება დრო, როცა ისინი ალბათ ერთად იმუშავებენ "ქაისერისფორში".

მეორე სეზონია, რაც თურქული სუპერლიგის "ქაისერისფორს" შოთა არველაძე წვრთნის. მისი გუნდი ამ დროისთვის მოწინავეთა შორის არ არის, თუმცა შოთამ გვითხრა, რომ: "ქაისერისფორი" საკმაოდ ამბიციურ კლუბად ყალიბდება. ბაზის მშენებლობისთვის 12 მილიონი გამოჰყო და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა ექნება".

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელობა ისეთი ხელობაა, ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლას, უმეტეს შემთხვევაში, დიდი დრო არ სჭირდება და ხომ არ არის დრო, რომ არველაძემ სხვა გუნდშიც მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები?

"იყო სხვა შემოთავაზებაც, მაგრამ უარი ვთქვი. რა თქმა უნდა, კარგ გუნდში მუშაობა უფრო იოლია, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ "ქაისერისფორი" მართლაც კარგი კლუბია".

შოთას "ქაისერისფორი" ვინძლო იმიტომაც არ ეთმობა, რომ დიდი შანსია, ამ კლუბში მისმა ტყუპისცალმაც დაიწყოს მუშაობა.

"კლუბმა აჩის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადებით მიმართა და ალბათ ისიც თურქეთში გადმობარგდება. "ქაისერისფორს" სურს, რომ აჩის ბავშვთა აკადემია ჩააბაროს, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა".

არჩილ არველაძე ჯერჯერობით 35-ე საჯარო სკოლის დირექტორია, აქვს მწვრთნელის A ლიცენზია, თურქეთიდან თბილისში 12 მარტს დაბრუნდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ალბათ მალე მიიღებს.

ძმებმა არველაძეებმა რამდენიმე წლის წინ შექმნეს ფონდი ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. შოთამ გვითხრა, რომ "ფონდი არველაძის" დახმარებით საქართველოს 1997 წელს დაბადებულთა გუნდი საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომელიც თურქეთში გაიმართება და ამ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ასაკობრივი გუნდები მონაწილეობენ.

შოთას თქმით, ფონდი კიდევ სხვა საინტერესო პროექტებზეც მუშაობს, ნიჭიერ მოზარდებს კვლავინდებურად უხდის სტიპენდიას.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა აზერბაიჯანთან ერთად - "ქაისერისფორის" თავკაცს ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, რადგან მსგავსი იდეები მან მანამდეც გამოიტანა განსახილველად.

"შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც შეუძლია დაადასტუროს, რომ მე და ჩემი ძმები ერთ-ერთი პირველები ვიყავით, აზერბაიჯანთან ერთად საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობის იდეა რომ წამოვაყენეთ. ოღონდაც ჩვენ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვგულისხმობდით.

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების განცხადება კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ამაზე ალბათ ყველა ქართველი ოცნებობს.

კარგად გვესმის, რომ მასპინძლობის მოპოვების შანსი დიდი არ არის, თუმცა თუ ძალიან მოვინდომებთ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ იქნება".

ინტერვიუს ბოლოს შოთას საქართველოს ნაკრებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩზე და იმაზე, რომ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ნაკრებში აღარ იწვევენ.

"ალბანეთთან მატჩი მომეწონა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო შეტევაზე ორიენტირებული გუნდი იყო.

რაც შეეხება იაშვილისა და კობიაშვილის თემას, ვფიქრობ, ეს საკითხი ქეცბაიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე დრო კიდევ საკმაოდ არის და მწვრთნელიც არ ჩქარობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ამაზე სპეკულაცია არ ღირს.

იმედია, ქეცბაიამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. კობიაშვილთან და იაშვილთან ყველაფერი ისე გაარკვიოს, როგორც ამას ისინი იმსახურებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

muka
რეზი ნოდარასთან ერთად უნდა ცასულიყო ფედერაციიდან,ნოდარა ვაბსე აზრზე ხო არ იყო რას აკეტებდა,რასაც რეზი ეტყოდა იმას აკეტებდა/და ეხლა ხო მაგარი უფროსი ყავს ფედერაციას,და ისევ რეზი გვერდით))))
Gocha
ფული მაგათია და რაშიც უნდათ იმაში დახარჯავენ,"ცალ-ცალი კალოშით" არ ჩამოსულან ყოველ შემთხვევაში შეძლებული ოჯახიდან არიან ისედაც,საუბარი ალბათ იქითკენ მიგყავთ ამდენი ფულის პატრონებმა საქართველოს ბავშვთა ფეხბურთს მიხედონო მაგრამ ხო იცით რომ მადლობის გადამხდელი მაინც არავინ არ იქნება,ჩვენზე დაუნახავი და უმადური ერი არ არსებობს და ეს ყველაფერი ამათაც მშვენივრად იციან,რაც იშოვეს თავისი შრომით და წვალებით აქვთ ნაშოვნი არავისთვის მოუპარავთ
vova
რატომ მანდამაინც 1997წელს დაბადებული?!ა უკაცრავად ყველაფერი ხომ საკუთარ შვილს უნდა მოარგო ადამიანმა...დამავიწყდა
mimino
აბა რეზისაც წაიყვანენ-თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ფულის მშოვნელი კადრი სჭირდება.
muka
ქართულ ფეხბურტს ესნი არ გამოადგებიან!!!
muka
35-ში ვერ ივარგა,ეკიდა ყველაფერი,სადაც ფულია იკ არიან ძმები,სხვა არაფერი აინტერესებთ
პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
აბუაშვილის "მეცი" "ლავალს" დაუზავდა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...