"წითელ ურჩხულებს" შინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით საფრანგეთთან, რომლის გამარჯვების შემთხვევაში დიდ სლემს შეასრულებენ
ექვსი ერის გათამაშების მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ექვსი ერის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

ამ შეხვედრის ფავორიტად მასპინძელთა გუნდი ითვლებოდა, მაგრამ "პომებმა" შესანიშნავად იასპარეზეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს - 24:22.

ინგლისელები შესანიშნავად გაისარჯნენ მატჩის პირველ ტაიმში. სტუმრები მანუ ტუილაგისა და ბენ ფოდენის ლელოების წყალობით მე-17 წუთისთვის 11 ქულით დაწინაურდნენ - 14:3.

ფრანგები, რომელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ წლეულს პირველად ათამაშა დუეტში ჟულიენ დიუპიუი და ლიონელ ბუქსი, მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ და ტამის დასრულებამდე ანგარიშში სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება შეძლეს - 9:14.

მეორე ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა წარიმართა, თუმცა სტუმრებმა 70-ე წუთისთვის მაინც მოახერხეს 9 ქულით დაწინაურება - 24:15.

"ლე ბლომ" ყველა ღონე იხმარა მატჩის გადასარჩენად. მეტოქეს ერთი ლელოც გაუტანა, მაგრამ მეტისთვის არც დრო ეყო და აღარც ოსტატობა.

გათამაშების ლიდერმა, უელსის ნაკრებმა, რომელიც დღემდე დაუმარცხებელია და დიდი სლემის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს, როგორც მოსალოდნელი იყო, შინ დაამარცხა იტალიის ნაკრები - 24:3.

"წითელ ურჩხულებს" მომავალ უქმეებზე შინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით. მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელიც ინგლისთან მარცხის შემდეგ უფრო მეტად მოინდომებს მეტოქის ძლევას. მასპინძლები კი, გამარჯვების შემთხვევაში, დიდ სლემს შეასრულებენ.

IV ტური

უელსი-იტალია 24:3, ირლანდია-შოტლანდია 32:14, საფრანგეთი-ინგლისი 22:24.

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 8 ქულა, 2. ინგლისი - 6, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

V ტური

იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"