ყაზანის "რუბინის" 19 წლის ქართველმა მცველმა "ლოკომოტივის" წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა
11 მარტს ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. მატჩი 0:0 დასრულდა, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რუსეთის ექს-ჩემპიონის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.

წელს რუსეთის პრემიერლიგაში "რუბინმა" მეორე მატჩი ჩაატარა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კი პირველად ითამაშა და საერთო შეფასებით, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"რუბინის" მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი მოსკოველებს ხუთი მცველით დაუპირისპირდა, საბა კი მარჯვენა ცენტრალური მცველი გახლდათ.

19 წლის ქართველ ახალგაზრდაზე ყაზანელთა გამოცდილმა მცველმა ვიტალი კალეშინმა Soccer.ru-სთან ინტერვიუში ილაპარაკა:

"ყურბან ბერდიევმა გვითხრა, როგორ უნდა გვეთამაშა და მიმაჩნია, რომ ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. მე და კვირკველიამ საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ისიც მკარნახობდა და მეც. ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ ხშირად არ თამაშობს და ამიტომ ღელავდა. თუმცა ვთვლი, რომ მატჩი კარგად ჩაატარა".

მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 68-ე წუთზე ლონდონის "ტოტენჰემიდან" რუსეთში დაბრუნებული თავდამსხმელი რომან პავლიუჩენკო გამოჩნდა. კვირკველიას ასეთი გამოცდილი თავდამსხმელის წინააღმდეგ მოუხდა თამაში, რამდენიმე ეპიზოდში მასთან ორთაბრძოლაშიც შევიდა, სადაც არაფერი დაუთმია.

"შარონოვს და ნავასს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ და მიხარია, ბერდიევი რომ მენდო და ძირითადში შეუცვლელად მათამაშა.

"ლოკომოტივს" თავდასხმაში მაიკონი და პავლიუჩენკო ჰყავს. პირველი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე იყო, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. პავლიუჩენკოს კი ყველა კარგად იცნობთ.

ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

როგორი თავდამსხმელია პავლიუჩენკო? მისი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ტანს კარგად დგამს. მასთან ერთი წამით მოდუნებაც არ შეიძლებოდა. პავლიუჩენკო შეცვლაზე შემოიყვანეს და დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ სასიამოვნოა, ასეთი ცნობილი თავდამსხმელის წინააღმდეგ დაპირისპირებისას შენი გუნდის კარს მშრალად რომ შეინახავ.

ცხადია, ასეთი მატჩები უფრო თავდაჯერებულს მხდის", - გვითხრა კვირკველიამ.

კვირკველია 6 თებერვალს გახდა 19 წლის. ასაკის გათვალისწინებით, მისი პროგრესი აშკარაა. საბა "რუბინის" მთავარი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის ნდობით სარგებლობს და ალბათ, შორს არც ის დღე არის, როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს და ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენ.

"ჯვაროსნების" გაახალგაზრდავების პროცესში ეს ლოგიკურიც იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან