"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი "კალჩომერკატოს" ესაუბრა და საინტერესო საკითხებზე გამოთქვა მოსაზრება
ადრიანო გალიანის ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს ჰქონია და შესაბამისად, მისი კომენტარები ხშირად ვრცელდება.

აი, ინტერვიუებისთვის კი იშვიათად იცლის და რადგან მოიცალა, უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდით. "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი "კალჩომერკატოს" ესაუბრა და საინტერესო საკითხებზე გამოთქვა მოსაზრება. პირველი კითხვა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ეხება, რომელიც "მილანმა" "არსენალთან" სამბურთიანი სხვაობით დათმო და კინაღამ გამოეთიშა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს...

- რა დაემართა "მილანს" ლონდონში?

- ის, რაც გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური ახსნა. მთელი სეზონია, ტრავმირებულ ფეხბურთელებს ვერ ავუდივართ, "არსენალთან" განმეორებითი მატჩის წინ კი ამ მხრივ ვითარებამ პიკს მიაღწია.

მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ჩაშლაზე ორიენტირებული ორად-ორი ნახევარმცველი იყო. მესამეს, ალბერტო აკვილანის კი, მხოლოდ ერთი ტაიმი შეეძლო თამაში. მოკლედ, ლონდონში სამი გამოკვეთილი შემტევით ვითამაშეთ, ზონები გავხსენით და კინაღამ დავისაჯეთ.

საბედნიეროდ, მეორე ნახევარში აკვილანი გამოჩნდა მინდორზე, დავლაგდით და სასურველი შედეგი შევინარჩუნეთ. ურთულესი თამაში იყო და მომდევნო ეტაპზე გასვლა დიდ ნერვიულობად დაგვიჯდა.

- ლონდონური მატჩის შემდეგ შავ ფორმაზე დაიჩივლეთ, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია...

- მიმდინარე სეზონში შავ ფორმებში სამი თამაში ჩავატარეთ და სამივე წავაგეთ. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ შავი ფორმით უმეტესად წარუმატებლად ვასპარეზობთ.

ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ გუნდის მესამე ფორმა სხვა ფერის იყოს, მაგალითად - ყვითელი, რომელმაც თავის დროზე გარკვეული წარმატებები მოგვიტანა.

- ანუ ცრუმორწმუნე ხართ...

- გარკვეულწილად ასეა და ამას არც ვმალავ. ყველამ კარგად იცით, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ფინალებს თეთრი ფორმით ატარებს, რაც შესანიშნავად გვაქვს დაცდილი. ფინალში თეთრი წარმატებული ფერია და ამ ტრადიციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. მოკლედ, აქამდე ფანტომასს მეძახდნენ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემს ზედმეტსახელს წინ ცრუმორწმუნეს ჩაუმატებენ.

- სკუდეტო, ალბათ, ისევ "მილანს" დარჩება... თუ ჯერ კიდევ უფრთხით "იუვენტუსს"?

- ჯერ ადრეა სკუდეტოზე ლაპარაკი, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე არაერთი ტურია დარჩენილი. ერთი ფეხის დაცდენა და ისე აღმოჩნდები მდევრის როლში, ვერც კი გაიაზრებ, რა მოხდა. მოკლედ, სათქმელად ადვილია, რომ სკუდეტოს ისევ "მილანი" მოიგებს, მაგრამ საამისოდ უდიდესი შრომაა საჭირო. ასე რომ, ჯერ ჩემპიონობაზე ლაპარაკიც კი ადრეა.

- ამბობენ, რომ "მილანი" ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ამ მოსაზრებას მაინც ვერ დავეთანხმები. იყო პერიოდი, როდესაც იბრას გარეშე გვიწევდა ფონს გასვლა, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები არ შეგვქმნია. ანუ, როდესაც ზლატანი არ არის, ახალი პლუსები იწევს წინა პლანზე და დანაკლისის კომპენსირება ხდება. ისეთი დიდი გუნდი, როგორიც "მილანია", უბრალოდ ვერ იქნება ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული.

- ვის ისურვებდით მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში?

- "ბარსელონასთან" თამაშს რომ "აპოელთან" დაპირისპირება ჯობია, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ასეთ საკითხებზე ნერვიულობა სრული სისულელეა. თუ "ბარსას" დამარცხებაზე არ ფიქრობ, მაშინ ჩემპიონთა ლიგაში თამაშსაც არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ კენჭისყრას სრული სიმშვიდით მივადევნებ თვალს და ვისაც ბედი გვარგუნებს, იმასთან ვეცდებით გამარჯვებას. ერთადერთი, იტალიურ გუნდთან არ მსურს დაპირისპირება...

- რატომ?

- იტალიურ ფეხბურთს ქულები ჰაერივით სჭირდება და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენთან ერთად, წარმატებული ასპარეზობა "ინტერმა" და "ნაპოლიმაც" განაგრძონ. ამიტომ არ მინდა, რომ მეოთხედფინალში სერია A-ს ბინადარს გადავაწყდე... მაქსიმალისტი ვარ და მსურს, რომ ნახევარფინალში სამი იტალიური გუნდი ვიხილო. რატომაც არა, ერთხელ ასეთი რამ უკვე მოხდა და მაშინ ლიგა სწორედ "მილანმა" მოიგო.

- ეს უფრო ოცნებას ჰგავს, რადგან "რეალისა" და "ბარსელონას" დამარცხება დღეს წარმოუდგენლად რთულია...

- რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. დღეს ესპანური გუნდები დომინირებენ. იყო დრო, ინგლისელებს არ ჰყავდათ ბადალი, იქამდე კი იტალიური საკლუბო ფეხბურთი იყო მოწინავე პოზიციაზე. ისტორია ყოველთვის მეორდება და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი დრო ისევ დადგება და თანაც, ძალიან მალე.

- ამბობენ, რომ ზაფხულში კაკას დაბრუნებას შეეცდებით...

- კაკას დაბრუნების საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ ამ საკითხზე ლაპარაკი ნამდვილად არ ყოფილა. ტრანსფერებზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან ზაფხულამდე დიდი დროა და საჩქარო არაფერია. დასრულდება სეზონი, დავჯდებით ალეგრისთან ერთად და გეგმებსაც დავისახავთ. ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავასრულებთ მიმდინარე სეზონს.

- და როგორ დასრულდება თქვენი აზრით მიმდინარე სეზონი?

- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. ისე კი, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მაქვს და ტროფეების მოლოდინში ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მესისა და კვარაცხელიას დაპირისპირების დიდი შანსი - რა გველის ივნისში
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში
[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
[VIDEO] დაბრუნება შედგა - ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა