33 წლის არგენტინელს კლუბთან ივნისამდე აკავშირებს ხელშეკრულება, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი "ჯალოროსის" ღირსებას დაიცავს

მიმდინარე სეზონში გაბრიელ ჰაინცე საკმაოდ კარგად ასპარეზობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რომას" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. 33 წლის არგენტინელს დედაქალაქურ კლუბთან ივნისამდე აკავშირებს ხელშეკრულება, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი "ჯალოროსის" ღირსებას დაიცავს.

მოვუსმინოთ არგენტინელს:

"კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მიმდინარე სეზონში მინიმუმ 25 შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი სეზონით გახანგრძლივდება.

დღეისთვის 24 მატჩი მაქვს ნათამაშები და დარწმუნებული ვარ, რომ 25-ესაც ძალიან მალე ვითამაშებ. და რადგან ჩემი სურვილია, რომ კარიერა "რომაში" გავაგრძელო, ამ პუნქტის ამოქმედებას აუცილებლად მოვითხოვ. თუმცა მოსათხოვად ნამდვილად არ მაქვს საქმე - გუნდის მთავარი მწვრთნელი სრულ ნდობას მიცხადებს და მისი დიდი სურვილია, რომ მომდევნო სეზონშიც "რომას" ღირსება დავიცვა. ერთი სიტყვით, ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ".

კასერესიც ლაზარეთში

მოკლედ, ტურინელებმა იმდენი იძახეს, "მილანისგან" განსხვავებით ფეხბურთელები პანტაპუნტით არ გვემტვრევიანო, სანამ მთელი დაცვის ხაზი ერთიანად არ დაუშავდათ...

ანდრეა ბარცალისა და ჯორჯო კიელინის შესახებ წინა ნომრებში ვწერდით, დღეს კი მარტინ კასერესის შესახებ უნდა გაცნობოთ. დიახ, ურუგვაელი უკანახაზელი "ჯენოასთან" პაექრობისას დაშავებულა და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა. უახლოეს დღეებში მას დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაცხადდება, როდის დაუბრუნდება მოედანს.

ანტონიო კონტეს წუწუნი უყვარს და ალბათ ძალიან ნანობს, რომ პრესას ბოიკოტი გამოუცხადა. სამაგიეროდ, ჯუზეპე მაროტა ალაპარაკდა და ბედს შესჩივლა: "ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში წამყვანი ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ. მარტინ კასერესი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა და სხვადასხვა პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში.

ერთი სიტყვით, მარტინი "იუვესთვის" დიდი ძალაა და სამწუხაროა, რომ გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ