"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გუნდის მთავარი მწვრთნელის ზურაბ ბერიძის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა
"ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძესთან შეთანხმების საფუძველზე, "ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ზურაბ ბერიძეს გაწეული მუშაობისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ იგი კვლავაც ერთგულად გააგრძელებს მოღვაწეობას "ვიტ ჯორჯიას" საკლუბო სტრუქტურაში.

ზურაბ ბერიძე 1999 წლიდან მუშაობს ვიტ ჯორჯიაში და სხვადასხვა დროს წვრთნიდა, როგორც "ვიტ ჯორჯიას" პირველ გუნდს, ასევე დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა გუნდებს".

"კლუბის პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ მიიღო გადაწყვეტილება მერაბ კოჭლაშვილის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. მერაბ კოჭლაშვილმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში მცხეთა პარკზე.

მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯიამ" 2004 წელს პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ბოლოს ის 2010-2011 წლების სეზონში წვრთნიდა "ვიტ ჯორჯიას" მთავარ გუნდს.

მიმდინარე სეზონში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა "ვიტ ჯორჯიას" 1994/95 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს, რომელმაც არაერთი გამოსარჩევი თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს".

(სტილი დაცულია, რედ.)

გადავწყვიტეთ, "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს ორი ინფორმაცია ჩვენეული შეფასების გარეშე გაგაცნოთ. სამაგიეროდ, შემოგთავაზებთ კლუბის პრეზიდენტის, გურამ რუხაძესთან მცირე ინტერვიუს.

- ამ გადაწყვეტილებამდე ორმხრივი კონსულტაციების შედეგად მივედით. ჩვენი და ზურაბ ბერიძის აზრები ერთმანეთს დაემთხვა - "ვიტ ჯორჯიას" ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდებოდა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება რვა საუკეთესო გუნდში ვერმოხვედრის გამოა მიღებული.

- რა თქმა უნდა. "ვიტ ჯორჯია" ყოველთვის ამბიციური კლუბი იყო და მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. ზედა რვა გუნდში ვერმოხვედრა კი ჩვენთვის ცუდი შედეგია.

მე, როგორც პრეზიდენტი, დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით უკმაყოფილო ვარ. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდისთვის არაფერი დაუკლია - მოვაწყვეთ ორი უცხოური შეკრება, წამყვან ფეხბურთელებს ხელფასები გავუზარდეთ, ხელფასები გაიცემა წინსწრებით, დროულად რიგდება პრემიები, გვაქვს ახალი ეკიპირება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სატრანსფერო სეზონია, "ვიტ ჯორჯია" არც ერთ წამყვან ფეხბურთელს არ დაუტოვებია.

- სეზონის წინ გუნდს რა ამოცანა დაუსახეთ?

- ევროთასებზე გასვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ იდგა, ჩვენი მიზანი უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი კვლავ მერაბ კოჭლაშვილზე?

- იმიტომ, რომ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია, კარგად იცნობს კლუბის მუშაობის სპეციფიკას და ჩახედულია ქართული ფეხბურთის ნიუანსებში. როცა შარშან მან თანამდებობა დატოვა, მაშინ ჩვენი აზრები გაიყო, მაგრამ მერაბმა გადაწყვიტა, "გაგრასთან" თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო მუშაობა აღარ გაეგრძელებინა.

საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მწვრთნელებს დროში არ ვზღუდავთ. რამაზ მუმლაძემ "ვიტ ჯორჯიაში" ოთხი სეზონი გაატარა, მერაბ კოჭლაშვილი მთავარი მწვრთნელი არაერთხელ ყოფილა, მშვიდად მუშაობის საშუალება ჰქონდა ზურაბ ბერიძესაც. ამ დრომდე საკუთარ თანამდებობაზე მხოლოდ იგი და მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია მუშაობდნენ სეზონის სტარტიდან მოყოლებული. ბუნებრივია, კოჭლაშვილი ჩვენი ნდობით ახლაც ისარგებლებს.

- როგორც "ვიტ ჯორჯიას" საიტიდან შევიტყვეთ, კლუბში რჩება ზურაბ ბერიძეც.

- ზურაბი "ვიტ ჯორჯიას" მკვიდრი და სტაჟიანი წევრია. კლუბი 1997 წელს ჩამოვაყალიბეთ და ბერიძე მას შემდეგ ჩვენთანაა. გვინდა, რომ დარჩეს. მისი ცოდნა და გამოცდილება მომავალშიც გამოგვადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება