ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდის ეიმედება, თუმცა მიიჩნევს, რომ სამუშაო ბევრია
"ვიტ ჯორჯიაში" მწვრთნელი შეიცვალა - გუნდის თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი გახდა, ზურაბ ბერიძეს თანამდებობა "ვიტ ჯორჯიაში" კი ჯერჯერობით უცნობია.

ამ გუნდში მწვრთნელები ხშირად იცვლებიან, იყო გამონაკლისიც - რამაზ მუმლაძე, რომელიც გუნდს ოთხი წელი ხელმძღვანელობდა...

"კლუბის პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობიდან გადავდექი", - ეს კი ბერიძემ გვითხრა.

რა იყო ბერიძის გადადგომის მიზეზი? "ვიტ ჯორჯია" რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ბერიძის გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა კლუბის საიტმა.

რა თქმა უნდა, ყველა კლუბს აქვს საკუთარი სამზარეულო, რომელშიც არავინ ჩაგახედებს და მწვრთნელის გადადგომის ყველა მიზეზიც ოფიციალურად არ ითქმევა.

ისვე როგორც ბერიძე, კოჭლაშვილიც ძველი ვიტჯორჯიელია, უმუშავია "ვიტ ჯორჯიას" სხვადასხვა გუნდებში, მთავარი მწვრთნელიც არაერთხელ ყოფილა და ცხადია, კლუბის ავან-ჩავანი არავისგან არ ესწავლება.

- მას შემდეგ, რაც ზურაბ ბერიძე გადადგა, დამირეკა კლუბის პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ და გადაწყდა, რომ გუნდს მე გავუძღვებოდი. საკუთარი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ "ვიტ ჯორჯიას" და ფეხბურთელებს გვერდში დავდგომოდი - გვითხრა კოჭლაშვილმა და მერე კითხვებიც დავუსვით.

- თქვენი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯიამ" ერთი მატჩი უკვე ითამაშა. რა დაგანახათ "მერცხალთან" შეხვედრამ?

- შევამჩნიე, რომ ფეხბურთელები თავდაჯერებულები გავიდნენ მოედანზე, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა. ერთის მხრივ, ეს კარგიც არის. შესვენების შემდეგ კი ჩვენი გუნდი უფრო მობილიზებული იყო.

"ვიტ ჯორჯიას" კარგა ხანი მოგებული არ ჰქონდა თამაში, რაც ფსიქოლოგიური ტვირთი იყო. იმედია, "მერცხალთან" გამარჯვებით ეს დაძაბულობა მოიხსნება.

- რატომ ვერ მოხვდა "ვიტ ჯორჯია" რვა საუკეთესო გუნდში? მანამდეც "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობდით და ალბათ იცით ამის მიზეზი...

- თუ არ ჩავთვლით გიგა ბეჭვაიას, დავით მაისაშვილსა და არდალიონ მიქაბერიძეს, "ვიტ ჯორჯიას" იგივე გუნდი ჰყავს, რაც წინა სეზონში. მაშინ "ვიტ ჯორჯია" მე-5 ადგილზე გავიდა, ამ ერთ წელიწადში კი ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღეს, ასაკი მოემატათ.

თუ რატომ ვერ მოხვდა "ვიტ ჯორჯია" რვა საუკეთესო გუნდში, მიჭირს ამის მიზეზებზე საუბარი, სადღაც ეს უიღბლობის ბრალიც იყო. ეტყობა, ყველამ რაღაცა დავაკელით, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე ხელმძღვანელობამ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბ ბერიძემ სწორად თქვა, საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანაო. ახლა ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის გამოწორებას ვეცადოთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ ქვედა რვა გუნდში. მომავალ სეზონში კი ისეთი შეთამაშებული, ჩამოყალიბებული გუნდის სახე უნდა მივიღოთ, მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძოლებს.

- მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას სათანადო პირობები და შესაბამისი კონტინგენტი ჭირდება. "ვიტ ჯორჯიას" მოსდის ისეთი ცვლა, მაღალ მიზნებს რომ შეეჭიდოს?

- დუბლებში გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა ამ ეტაპზე მათ გამოცდილება აკლიათ, ჭაბუკთა ლიგაშიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს, ზოგი მათგანი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს დუბლებში. მიმაჩნია, რომ სერიოზული შევსება მოგვდის, ოღონდაც ყველაფერს დრო ჭირდება.

- ამ დროისთვის ყველაზე პრობლემატური პოზიცია რომელია "ვიტ ჯორჯიაში"?

- ყველაზე პრობლემატური სათამაშო დისციპლინაა. ძალიან მეიმედება ჩვენი ფეხბურთელების, სამუშაო მართლაც ბევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს