ინგლისის პრემიერლიგის პრეზიდენტი დეივ რიჩარდსმა ფიფასა და ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელთა დაპირისპირება გაიხსენა
ინგლისის პრემიერლიგის პრეზიდენტი დეივ რიჩარდსმა ორიოდე დღის წინ ყატარის დედაქალაქ დოჰაში საერთაშორისო პრესკონფერენციაში მონაწილეობდა, რომლის თემა სპორტი და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიებები გახლდათ.

მან თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაიხსენა ფიფასა და ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელთა დაპირისპირება, რომელიც მას მერე დაიწყო, რაც ციურიხში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არა ინგლისში, არამედ რუსეთში ჩატარება გადაწყვიტეს. აი, რა თქვა მან:

- ათეული წლების განმავლობაში სწორედ ინგლისი მართავდა მსოფლიო ფეხბურთს. ეს ჩვენ შევქმენით ფეხბურთის წესები და ვაჩუქეთ ის მსოფლიოს. შემდეგ მოვიდა ჩინოვნიკების ჯგუფი, რომელთაც ფიფა დაირქვეს და ჩვენ ის მოგვპარეს. შემდეგ ფუნქციონერთა კიდევ ერთი პატარა ჯგუფი მოგვადგა, ამჯერად უეფადან და რაც დაგვრჩა, იმის ნაწილი წაიღეს.

სერიოზულად თუ მივუდგებით, ინგლისი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა. ამიტომ გახდა 2010 წლის დეკემბრის მოვლენები ამხელა იმედგაცრუების საფუძველი. ყველაზე მეტად გული იმის გამო გვეტკინა, რომ ჯერ კიდევ იმ დღიდან, როცა განაცხადი შევიტანეთ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვიყავით საკუთარ გამარჯვებაში. შედეგად კი ისე მოხდა, რომ ციურიხის ოფისში მოგების მიზერული შანსიც კი არ დაგვიტოვეს.

რატომ არ გაგვაფრთხილეს, რომ არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა? რატომ არ თქვეს გულწრფელად, რომ ფიფას ჩემპიონატის სადღაც აღმოსავლეთში ჩატარება სურდა? ჩვენ ჩვენს პრეზენტაციაში კოლოსალური თანხა, დაახლოებით 19 მილიონი ფუნტი დავხარჯეთ. ამ ფულის ჩადება ფეხბურთის განვითარებაში ჯობდა, ბავშვებს მაინც წაადგებოდათ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ასე მოხდებოდა, თორემ რომ წამითაც კი რომ გვეეჭვა, ამხელა ფულს წყალში არ გადავყრიდით. განა ლოგიკური არ არის? წარმოიდგინეთ, თუკი ფიფა განაცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტული იყო მსოფლიო პირველობის სადღაც სპარსეთის ყურეში ჩატარება, განა ამერიკელებიც ჩვენსავით არ მოიქცეოდნენ და უაზრო ბრძოლას არ შეწყვეტდნენ? რატომ არ იყო განსაზღვრული ეს უმარტივესი წესები ყველასთვის? სამომავლოდ მსგავსი წესების დანერგვა ყველასთვის უკეთესი იქნება. ჩვენთვისაც და თავად ფეხბურთისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა