აზარენკამ გაიმეორა სერენა უილიამსის მიღწევა, რომელიც 2003 წლით თარიღდება - მაშინ ამერიკელმა სეზონის სტარტზე 21 მატჩი მოიგო
ქალების მეოთხედფინალებიდან, რა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევდა ვიქტორია აზარენკასა და აგნიეშკა რადვანსკას დაპირისპირება. ამ უკანასკნელს არ გაუმართლა ბადის მხრივ, რადგან მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს გადაეყარა. მაგრამ მომდევნო კვირიდან ასეთი რამ არ მოხდება, რადგან პოლონელი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ხდება.

რადვანსკასთვის აზარენკა ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო - 11-იდან მხოლოდ სამი მატჩი მოიგო. მართალია, ყოველთვის უწევს დიდ წინააღმდეგობას ბელარუსს, მაგრამ იშვიათად ამარცხებს მას. წელს მათ უკვე სამჯერ მოასწრეს შეხვედრა და სამივეჯერ გამარჯვება ვიკას დარჩა. სხვათა შორის, ამ სეზონში აგნიეშკას მხოლოდ აზარენკასთან აქვს წაგებული.

მოკლედ, ამ მატჩისგან ყველა ბრძოლას ელოდა, რომელიც არ ყოფილა. ვიქტორია ბრწყინვალე განწყობით გავიდა კორტზე და საბოლოოდ შტორმივით გადაუარა მეტოქეს. თამაშის პერიპეტიების აღწერა არ ღირს - ანგარიში თავად მეტყველებს ყველაფერზე - 6:0, 6:2.

აზარენკამ გაიმეორა სერენა უილიამსის მიღწევა, რომელიც 2003 წლით თარიღდება - მაშინ ამერიკელმა სეზონის სტარტზე 21 მატჩი მოიგო. ახლა იგივე სერია აქვს ბელარუს ჩოგბურთელს (ორივემ ეს შედეგი 21 წლის ასაკში დააფიქსირა). რეკორდი კი მარტინა ჰინგისს ეკუთვნის - 1997 წელს 16 წლის შვეიცარიელმა 37 სასტარტო შეხვედრაში გაიმარჯვა.

ნახევარფინალში აზარენკა გერმანელ ანჟელიკ კერბერს შეხვდება, რომელმაც ნა ლი დაამარცხა - 6:4, 6:2. ჩინელი უფრო აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომასაც უშვებდა.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 5 536 664 დოლარი

1/4 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5) 6:0, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 18)-ნა ლი (ჩინ, 8) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს