ჩქაროსნულ დისციპლინაზე ქალებს შორის, რა თქმა უნდა, ფავორიტად ლინდსი ვონი მიიჩნეოდა
ავსტრიის კურორტ შლადმინგში გრძელდება წლევანდელი მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპი. სწრაფდაშვების შემდეგ ჯერი მეორე ჩქაროსნულ დისციპლინაზე - სუპერგიგანტზე მიდგა. ქალებს შორის, რა თქმა უნდა, ფავორიტად ლინდსი ვონი მიიჩნეოდა, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა გარანტირებული ამ კატეგორიაში ბროლის მცირე გლობუსი.

ამერიკელმა თითქმის დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, მაგრამ, საბოლოოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან. საქმე ისაა, რომ ბოლო საშუალედო ფინიშზე ვონი წამსა და 22 მეასედს უგებდა იმ მომენტისთვის ლიდერს, გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს, მაგრამ ტრასის ქვედა ნაწილში უხეში შეცდომა დაუშვა და თითქმის ორი წამი დაკარგა. ამით ლინდსიმ რებენსბურგთან 57 მეასედი წამი წააგო და საბოლოოდ, მეექვსე დრო აჩვენა.

მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა სუპერ-გიგანტში მსოფლიოს თასის მოსაგებად. რბოლის წინ, ვონი 94 ქულას უგებდა უახლოეს კონკურენტს ანა ფენინგერს. ეს უკანასკნელი თასს იმ შემთხვევაში მოიგებდა, თუ ეტაპზე გაიმარჯვებდა, ხოლო ვონი ქულათა ზონაში ვერ შევიდოდა. ფენინგერი მეოთხე მივიდა ფინიშთან და ბროლის მცირე გლობუსი ვონს დარჩა. ლინდსიმ კარიერაში მეოთხედ გაიმარჯვა ამ კატეგორიის ჩათვლაში. წელს მან შვიდი სუპერგიგანტიდან ოთხი მოიგო.

ასე რომ, ამერიკელმა წელს ბროლის გლობუსების შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა: მოიგო მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლა, სუპერკომბინაცია, სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი.

რაც შეეხება ეტაპს, რებენსბურგმა 0.18 წამი მოუგო ამერიკელ ჯულია მანკუზოს და 0.21 წამი ფრანგ მარიონ როლანდს და კარიერაში პირველად გაიმარჯვა სუპერ-გიგანტის ეტაპზე. მანკუზოს მეორე ადგილი კი იმას ნიშნავდა, რომ მან ფენინგერს გაუსწრო და სუპერ-გიგანტის ჩათვლაში მეორე პოზიცია დაისაკუთრა.

წელს, მამაკაცებს შორის სუპერ-გიგანტს გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. ამ კატეგორიაში ჯამში რვა რბოლა გაიმართა და რვავეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა. თუ გუშინდელ სტარტს არ ჩავთლით, სხვებზე სტაბილური სუპერ-გიგანტში ნორვეგიელი აქსელ-ლუნდ სვინდალი იყო და სწორედ მან მოიპოვა ამ დისციპლინაში ბროლის მცირე გლობუსი.

არადა, სვინდალმა ჩააგდო გუშინდელი ეტაპი - მხოლოდ მე-16 დრო აჩვენა და კინაღამ დაკარგა ამ დისციპლინის ჩათვლაში პირველობა. მისმა უახლოესმა კონკურენტმა დიდიე კუშმა მეცხრე დრო აჩვენა და მხოლოდ 13 ქულით ჩამორჩა ნორვეგიელს. შვეიცარიელი ორი საფეხურით მაღლა რომ ასულიყო, სუპერ-გიგანტში მსოფლიოს თასი სწორედ მას ერგებოდა და ეს იქნებოდა მისი ბრწყინვალე კარიერის ეფექტური დასასრული. მოგეხსენებათ, ამ სეზონის შემდეგ კუში ასრულებს აქტიურ კარიერას.

ამასობაში, დაიძაბა სიტუაცია მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციაში. ლიდერმა, შვეიცარიელმა ბიტ ფოიცმა გუშინ ვერ დაასრულა დისტანცია და კარგი შანსი მისცა მთავარ კონკურენტს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს. ამ უკანასკნელმა გუშინდელი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და 75 ქულამდე შეამცირა სხვაობა შვეიცარიელთან. არადა, ჰირშერი კარიერაში მხოლოდ მეოთხედ იღებდა მონაწილეობას სუპერ-გიგანტის სტარტში.

სეზონის დასრულებამდე გიგანტური სლალომი და სლალომია დარჩენილი. ეს ის დისციპლინებია, რომლებშიც ჰირშერი განსაკუთრებით ძლიერია. საკმარისია გაგახსენოთ, რომ მან წელს ამ კატეგორიებში რვა გამარჯვებას მიაღწია, თანაც ის საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოდის.

გუშინდელი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონმა, იტალიელმა კრისტოფ ინერჰოფერმა მოიგო. ფრანგი ალექსის პინტურო მას 0.02 წამით ჩამორჩა, ჰირშერი - 0.06 წამით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!