"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ არ აპატია მთავარ მწვრთნელს ზედიზედ ექვსი წაგება და იტალიური წარმოშობის სპეციალისტი თანამდებობიდან დაითხოვა
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ არ აპატია მთავარ მწვრთნელს, მაიკ დ'ენტონის ზედიზედ ექვსი წაგება და იტალიური წარმოშობის სპეციალისტი თანამდებობიდან დაითხოვა.

"ნიქსმა" მეექვსე შეხვედრა ორი დღის წინ "ჩიკაგოსთან" წააგო და დ'ენტონი ამის შემდეგ დაითხოვეს პოსტიდან. როგორც წერენ, "ნიუ იორკს" სეზონის ბოლომდე დ'ენტონის ასისტენტი მაიკ ვუდსონი უხელმძღვანელებს, შემდეგ კი გუნდს ახალ მწვრთნელს მოუძებნიან.

დადის ჭორები იმის შესახებ, რომ "ნიქსი" შესაძლოა ლეგენდარულ ფილ ჯექსონს ჩააბარონ. მეორე კანდიდატია კენტუკის უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელი ჯონ კალიპარი. გუშინ გვიან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "მედისონ სკვერ გარდენის" ბინადრის გაწვრთნის სურვილი "იუტას" ყოფილმა დამრიგებელმა ჯერი სლოუნმა გამოთქვა.

ამ სეზონში დ'ენტონის მთავარი მიღწევა ის არის, რომ მან აღმოაჩინა და თავის გამოჩენის შანსი მისცა ჯერემი ლინს. იმ პერიოდში გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო, მაგრამ მოედანს დაუბრუნდა კარმელო ენტონი და მას შემდეგ "ნიქსმა" 10-იდან 8 მატჩი წააგო.

დ'ენტონი 2008 წელს ჩაუდგა სათავეში "ნიქსს". მას ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომლის ღირებულება 24 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ ხელშეკრულებით დ'ენტონი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახლდათ.

დ'ენტონი წავიდა, ნიქსი გამარჯვებულია

მაიკ დ'ენტონის გადაყენებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ნიუ იორკმა" მორიგი მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში.

როგორც ჩანს, ამ გუნდს სწორედ დ'ენტონი უშლიდა ხელს. სხვანაირად არ აიხსნება ის, რაც "ნიქსისა" და "პორტლენდის" შეხვედრაში მოხდა.

ნიუიორკელებმა ძალიან დამაჯერებლად შეწყვიტეს ექვსმატჩიანი წაგებათა სერია.

"ნიქსმა" პირველ ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. საწყისი მეოთხედი მან 13 ქულით მოიგო. ასეთივე იყო სხვაობა მეორე 12-წუთეულში და დიდი შესვენებისთვის "ნიუ იორკი" გასახდელში 26-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

"პორტლენდი" დანებებას არ აპირებდა და ამ ჩამორჩენას მესამე მეოთხედში ოთხი ქულა ჩამოაკლო, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი სტუმრებისთვის ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. ბოლო 12 წუთში "ნიქსმა" 43 ქულა ჩააგდო და მეოთხედი 20 ქულის სხვაობით მოიგო, რითაც დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 121:79. "ნიუ იორკმა" 42 ქულით გაიმარჯვა.

"ნიქსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ვუდსონმა რამდენიმე სიახლე შეიტანა თავისი გუნდის თამაშში. მაგალითად, ოდნავ შეუმცირა სათამაშო დრო ჯერემი ლინს და თავის გამოჩენის საშუალება მისცა ვეტერან გამთამაშებელ ბაირონ დევისს, რომელმაც 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი.

ასევე გამოიყენა ბოძებული შანსი ჯეი არ სმიტმა, რომელიც 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. რაც შეეხებათ ლიდერებს, კარმელო ენტონიმ და ამარე სტაუდმაიერმა შესაბამისად, 16 და 17 ქულა დააგროვეს.

ნიუ იორკი-პორტლენდი 121:79

25:12, 30:17, 23:27, 43:23

ნ-ი: სმიტი (23), ნოვაკი (20), სტაუდმაიერი (17+8 მოხსნა), ენტონი (16+7 პასი), შუმპერტი (16), დევისი (4+10 პასი).

პ: ოლდრიჯი (15+7 მოხსნა), უოლასი (15+12 მოხსნა), ბებიტი (12+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო