29 წლის ვარსკვლავი თანამედროვე საწვრთნელ მეთოდიკასა და სამეკარეო კარიერის თავისებურებებზე საუბრობს
"ჩელსის" საკლუბო ჟურნალის ბოლო ნომერმა პეტრ ჩეხთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც 29 წლის ვარსკვლავი ლაპარაკობს თანამედროვე საწვრთნელ მეთოდიკასა და სამეკარეო კარიერის თავისებურებებზე.

- უმაღლეს დონეზე უკვე 11 წელია ვთამაშობ. 8 წელიწადია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვარ, ორი სეზონი საფრანგეთში ვითამაშე, სულ ადრე კი პრაღის "სპარტაში" 19 წლისა ვიყავი. თუკი ცხოვრებაში მოგეცა შანსი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშო, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაიღო, რათა მწვერვალზე მაქსიმალურად დიდხანს დარჩე. იმედი მაქვს, მე წინ ჯერ კიდევ მაქვს 6-7 წელიწადი.

მეკარე, ასეც და ისეც, მინდვრის მოთამაშეთა მსგავსად, ათლეტია, თუმცა ის არაფრით განსხვავდება, მაგალითად, შუბის მტყორცნელისგან. მასავით ძლიერი უნდა იყო, დინამიკური, სწრაფი და ფეთქებადიც.

მათ მსგავსად, როცა ბურთს წინ ისვრი, შენი მიზანი წინასგან არასოდეს განსხვავდება. უბრალოდ, ყოველ ჯერზე უნდა მოახერხო, რომ სულ უფრო უკეთ ისროლო. იმავეს თქმა შეიძლება მეკარეზეც.

პრინციპში, თუკი მოვინდომებთ, ყოველთვის შეიძლება პარალელების გავლება მეკარის სპეციფიკასა და სპორტის სხვა სახეობებს შორისაც. მე მქონდა ბედნიერება, შემესწავლა, თუ როგორ მუშაობენ ისინი. მაგალითად, რაგბი თავისი ბუნებით უფრო ძალისმიერი სახეობაა, მაგრამ იქაც ძალიან მნიშვნელოვანია ორთაბრძოლები და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

როცა სპორტსმენებს უყურებ, ყოველთვის შეიძლება რაიმე სასარგებლოს სწავლა მათი მზადების სპეციფიკიდან, იოლად აღმოაჩენ იმ თავისებურებას, რომელიც იქამდე ფეხბურთში არასოდეს დაგიფიქსირებია და რომლის კონტექსტზეც არასოდეს დაფიქრებულხარ.

მეკარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონკრეტულად იცოდეს, რისთვის არის ის მზად, ერჩის თუ არა ძალა ძველებურად, ისეთივე სწრაფი რეაქცია აქვს თუ არა, როგორც ადრე, შეუძლია თუ არა უწინდებურად კონცენტრაცია, თვალის ერთი გადავლებით აღიქვამს თუ არა სიტუაციას.

უპირველესად სწორედ ამ გარემოებებს უნდა მიაქციო ყურადღება. ზურგს გიმაგრებს შედეგები, რომლებთანაც პარალელის გავლება შეგიძლია. სწორედ ამის მერე ხვდები, ძველებურად ეფექტური ხარ თუ თამაშს მოუკელი.

მინდვრის მოთამაშის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. წარმოიდგინეთ, თუკი ასაკთან ერთად ძალასა და სისწრაფეს დაკარგავთ, თამაშის გაუმჯობესების შანსი სხვა ღირსებების ხარზე ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

მაგალითად, მოედნის ხედვა, გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე და ასე შემდეგ. მეკარისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეაქცია შეინარჩუნოს და 39 წლისაც ისეთივე დონეზე იყოს მზად, როგორც ახალგაზრდულ ასაკში. აქ მხოლოდ სისწრაფე არაფერს წყვეტს. მე ვალდებული ვარ, ის სტანდარტები დავაკმაყოფილო, რაც ჩემს თავს თავად დავუწესე წლების წინ. რა თქმა უნდა, თუკი რაღაც ახალი მოთხოვნა გაჩნდა, მასაც გავითვალისწინებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია