კოტდიუარელმა თავდამსხმელმა უარყო, თითქოს მას "ჩელსიდან" სხვაგან წასვლა ჰქონდეს გადაწყვეტილი
დიდიე დროგბამ უარყო, თითქოს მას "ჩელსიდან" სხვაგან წასვლა ჰქონდეს გადაწყვეტილი. მეტიც, ივუარელი ვარსკვლავის თქმით, მას მაქსიმალურად დიდხანს სურს "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა.

"რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ პირადად დარჩენა ძალიან მინდა, რადგან აქ ყველაფერი მაწყობს. განსაკუთრებულად მიმაღლებს განწყობას ისეთი ბრწყინვალე გამარჯვებები, როგორიც "ნაპოლისთან" მოვიპოვეთ," - განუცხადა "კანალ პლუსს" ფეხბურთელმა.

როსიცკის უარი აღმოსავლელებს

ორიოდე დღის წინ გაცნობეთ, რომ "არსენალის" 31 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელის თქმით, იქამდე, ვიდრე ის საბოლოოდ გადაწყვეტდა ლონდონში დარჩენას, მას რუსეთიდან და ჩინეთიდან სარფიან შემოთავაზებებზე უარის თქმა მოუხდა.

როგორც ჩანს, ხმები ჩეხი ვარსკვლავის აბარგების შესახებ საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. "იანვარში "არსენალს" საბოლოოდ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, გამიფორმებდა თუ არა ახალ კონტრაქტს.

რაკი მოქმედ ხელშეკრულებაში 6 თვეზე ნაკლები მრჩებოდა, უფლება მქონდა, მოლაპარაკება ვისთანაც მსურდა, იმასთან მეწარმოებინა.

აღმოსავლური ქვეყნებიდან საინტერესო შემოთავაზებები მივიღე. ლაპარაკი იყო ძალიან მაღალ ანაზღაურებაზე და ერთი პერიოდი ამ თემაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რაც მინდოდა და "არსენალში" დავრჩი," - აცხადებს როსიცკი.

სიტიმ მოლაპარაკებები გადადო

"მანჩესტერ სიტის" ყატარელ მფლობელებს რობერტო მანჩინის ახალი კონტრაქტის პროექტი უკვე შედგენილი აქვთ, თუმცა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო მოლაპარაკების პროცესის დაწყება სეზონის დასრულებამდე გადადეს.

იტალიელმა სპეციალისტმა ბოსებს მაგიდასთან დასხდომა და დალაპარაკება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სთხოვა, მაგრამ მაშინ მან პირდაპირი უარი მიიღო. მანჩინის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2013 წლის ივნისში გასდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს