დიდთოვლობის გამო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურში კიდევ სამი შეხვედრა გადაიდო
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. პლეი აუტში გორის "დილამ" ნაკრების ბაზა "ბასაზე" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

რუსთაველთაგან გოლი მატჩის 84-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა "დინამო არენაზე", სადაც თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 22-ე წუთზე გიორგი დევდარიანის გუნდი ჩისკომ დააწინაურა, 10 წუთში კი თავი ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინა.

თითქოს ''დინამოს'' გამარჯვება საეჭვო აღარ უნდა გამხდარიყო, თუმცა 36-ე წუთზე, ხელით თამაშის გამო ირაკლი ძარიას მოედნიდან გაძევების შემდეგ მარტვილელებმა ჯერ გიგა ჟვანიას ზუსტად შესრულებული პენალტით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, შემდეგ კი ლაშა ჩალაძის გოლით მატჩის საბოლოო შედეგი - 2:2 დააფიქსირეს.

თუ პლეი ოფის მეორე ტურის მთავარი მატჩის - "ზესტაფონი"-"ტორპედოს" შეხვედრის დიდთოვლობის გამო გადატანის შესახებ ცნობილი წინდაწინვე იყო, ბოლო მომენტში იგივე ბედი პლეი ოფში "კოლხეთი"-"ბაიას" შეხვედრამ, პლეი აუტში კი "დინამო" (ბთ)-"სიონისა" და "მერცხალი"-"ჩიხურას" მატჩებმა გაიზიარა.

პლეი აუტში "გურიამ" "გაგრას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში ცხინვალის "სპარტაკის" დამარცხება მატჩის მიწურულს, ლევან კუხალეიშვილის ერთადერთი გოლით შეძლო.

vasiko basiladze
გუშინ საფეხბურთო გადაცემაში ობოლაძესთან განხილვაზე თქვეს ზესტაფონმა ტორბედო 3 - 0 დაამარცხაო და გოლებიც აჩვენეს,ესენი იძახიან გადაიდოო ვეღარ ვიგებთ სიმართლეს რა ხდება ბოლო ბოლო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია