ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

თბილისის "დინამომ" საჩემპიონო ქულები დაკარგა

თბილისის "დინამომ" საჩემპიონო ქულები დაკარგა

ეროვნულ სტადიონზე დინამო-მერანის დრამატული მატჩი ჩემპიონატის რეკლამად გამოდგება
16.03.2012. თბილისი. ეროვნული. 1500 მაყურებელი.

დინამო-მერანი 2:2

გოლები: 1:0 ჩისკო (22), 2:0 კოშკაძე (32), 2:1 ჟვანია (39. პენ), 2:2 ჩალაძე (58).

დინამო მერანი

4-3-3 4-3-3

ლორია შეროზია

ტვილდიანი კაკუშაძე

კვეკვესკირი ჟვანია

თომაშვილი იობაშვილი

ხმალაძე გეგეჭკორი

ოდიკაძე დიდავა

კოშკაძე მანწკავა

ძარია ე. გრიგალაშვილი

მერებაშვილი ტორონჯაძე

ჩისკო ტაპე

გოგუა სუხიაშვილი

დინამო

46. ჩისკო - ჯიღაური.

75. ოდიკაძე - რობერტინიო.

სათადარიგოები: სეფიაშვილი, რეხვიაშვილი, ანდრეუ, იაგუე

მერანი

18. კაკუშაძე - ჩალაძე

90. ტაპე - ბოხუა

88. ტორონჯაძე - ამბროლაძე.

სათადარიგოები: შენგელია, კიკალიშვილი, ვართაგავა, ფონიავა.

გაფრთხილება: ოდიკაძე (43), რობერტინიო (90+2), ხმალაძე (90+3), მანწკავა (90+3).

გაძევება: ძარია (37).

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

16 მარტს "ეროვნულზე" მისული გუილშემატკივარი არ ნანობდა, ცივი საღამო ფეხბურთს რომ დაუთმო. ეს ისეთი შეხვედრა იყო, ეროვნული ჩემპიონატის რეკლამად რომ გამოდგება: ყველაფერი ერთად ვიხილეთ, ლამაზი კომბინაციები, გოლები, გაძევება, შეხლა-შემოხლა, მოულოდნელი და დრამატული სიუჟეტი...

მატჩი "დინამოს" უპირატესობით დაიწყო, მაგრამ პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს: მე-6 წუთზე გიორგი მანწკავამ სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა, ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე ვალერი იობაშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ გიორგი ლორიას ვერ აჯობა.

ამის შემდეგ "დინამო" მომენტს მომენტზე ქმნიდა, მე-8 წუთზე ჩისკო მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჯონი შეროზია ფეხებში ჩაუხტა და მომენტი განმუხტა.

14-ე წუთზე "მერანი" ისევ გადარჩა: გოგუა-ჩისკოს სწრაფ და ლამაზ კომბინაციას საჯარიმოს ხაზიდან გიორგი მერებაშვილი აგვირგვინებდა - ძელი!

მოსახდენი მაინც მოხდა: 22-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა ჩინებული გადაცემით საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ჩისკო გაიყვანა, ესპანელმა კი მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

10 წუთში "დინამომ" კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი: ლამაზი კომბინაცია ჩისკომ მარჯვენა ფლანზე წამოიწყო, საპირისპირო მხარეს გოგუა შენიშნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ალეკო კოშკაძეს ბურთი თავზე დაასვა და "დინამოს" კაპიტანმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

თითქოს ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ 36-ე წუთზე ყველაფერი აირია: მარტვილეთა შეტევას გიგა ჟვანია ასრულებდა, ლორიამ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ კარში წავიდა და ირაკლი ძარია ხელით გადაეღობა. მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ძარია მოედნიდან გააძევა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ჟვანიამ ზუსტად შეასრულა - 2:1.

თბილისელებს დაბნეულობა დაეტყოთ, სტუმრები კი მიმდინარე ჩემპიონატში ბრძოლისუნარიანობითა და გამართული ფეხბურთით გამოირჩევიან და ამ მატჩის ბედიც შემოატრიალეს.

43-ე წუთზე შეხლა-შემოხლა მოხდა, როდესაც დავით ოდიკაძე ძალიან უხეშად ეთამაშა ლაშა ჩალაძეს, თუმცა, ეს ეპიზოდი მშვიდად, ტაიმი კი "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა.

მარტვილელები მეორე ნახევარში გააქტიურდნენ და კურიოზული გოლი გაიტანეს: საკუთარ საჯარიმოსთან ოდიკაძის გადაცემა ჩალაძემ ჩაჭრა, კუთხის ალამის სიახლოვიდან მეკარის ბაქანში ჩაკიდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი კარში მოიჭრა, "ცხრიანში" ჩაეშვა და მერანელთა და მათი ქომაგების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - 2:2!

კაცნაკლულობის მიუხედავად, დინამოელებმა მეტოქეს მთელი ძალით შეუტიეს, მათი შეტევების სული და გული კი ჯოტია ცაავასავით გაბრაზებული გოგუა იყო. 59-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ეფექტური მოძრაობით გიორგი მერებაშვილი შეიჭრა, კარის წინ ბურთი გულვერდ თომაშვილს გადააწოდა, მაგრამ "დინამოს" მცველმა არაზუსტად დაარტყა.

მალე მერებაშვილი კიდევ ერთხელ გაცდა მცველებს და კარის აღებას შეეცადა - შეროზიამ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

დინამოელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, "მერანი" კი კონტრშეტევეს ახორციელებდა. ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა ანზორ სუხიაშვილს, რომელიც გიორგი მანწკავასთან ერთად, სტუმართა შორის გამორჩეული იყო: 76-ე წუთზე მან კარს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში კი, ლორიამ მამუკა ტორონჯაძის დარტყმული ბურთი რომ მოიგერია, კარის წინ მარტო დარჩენილი მერანელმა დამატებაზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა დრამატული მატჩი დაასრულა და მასპინძლები დაამწუხრა, სტუმრებმა კი უზომოდ გაახარეს.

მატჩის შემდეგ

გიორგი დევდარიანი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ კაცნაკლულები რომ დავრჩით, ყველაფერი აირია. ჩემამდე არ დადის, ასეთმა გუნდმა დეკემბრის შემდეგ ერთი შეხვედრა როგორ ვერ მოიგო? ძალიან კარგი და გამართული მეტოქე გვყავდა".

არჩილ ჩხაბერიძე, "მერანის" მთავარი მწვრთნელი:

"ვფიქრობ, მაყურებელს ლამაზი და სანახაობრივი შეხვედრა ვაჩვენეთ. ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ".

საქართველოს ჩემპიონატი. II ტური

პლეი ოფი (1-8 ადგილები)

ზესტაფონი-ტორპედო (გადაიდო)

კოლხეთი-ბაია (გადაიდო)

დილა-მეტალურგი 0-1 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 15 10 3 2 28-12 33

2.მეტალურგი 16 9 2 5 23-19 29

3.დინამო 15 7 3 5 29-22 24

4.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

5.ბაია 15 4 4 7 11-19 16

6.დილა 15 4 3 8 16-18 15

7.მერანი 15 4 2 9 14-24 14

8.კოლხეთი 15 2 6 7 8-20 12

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 13

ჩისკო (დინამო) 11

ტატანაშვილი (მეტალურგი) 9

III ტური

21 მარტი

ტორპედო-კოლხეთი

დინამო-ზესტაფონი

მეტალურგი-მერანი

ბაია-დილა

პლეი აუტი (9-16 ადგილები)

გურია-გაგრა 2:2 (იხილეთ ვრცლად)

ვიტ ჯორჯია 1:0 (იხილეთ ვრცლად)

ბათუმი-სიონი (გადაიდო)

მერცხალი-ჩიხურა (გადაიდო)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ვიტ ჯორჯია 2 2 0 0 3-0 6

2.გაგრა 2 1 1 0 4-2 4

3.სიონი 1 1 0 0 3-1 3

4.გურია 2 0 2 0 4-4 2

5.სპარტაკი 2 0 1 1 2-3 1

6.ჩიხურა 1 0 0 1 1-3 0

7.დინამო (ბთ) 1 0 0 1 0-2 0

8.მერცხალი 1 0 0 1 0-2 0

III ტური

20 მარტი

სპარტაკი-მერცხალი

გაგრა-ვიტ ჯორჯია

სიონი-გურია

ჩიხურა-ბათუმი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს

[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა

შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა

შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში

[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო

კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს

აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა

"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს