ოსაკადან მხოლოდ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს - მე-2 დივიზიონში მოასპარეზე ლევან ცაგურიამ (კოკაი) მე-3 გამარჯვება იზეიმა
ოსაკადან მხოლოდ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს - მე-2 დივიზიონში მოასპარეზე ლევან ცაგურიამ (კოკაი) მე-3 გამარჯვება იზეიმა და უარყოფითი ბალანსი გამოასწორა: 3-3. ელიტაში მოასპარეზე ქართველებზე კი რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) კარიერა კომუსუბის რანგში ძალიან ცუდად დაიწყო - 6 დღე გავიდა საგაზაფხულო ბაშოს დაწყებიდან და ჩვენებურს ერთი მოგებაც არ აქვს აქტივში. ასეთი კი ოსაკაში თეიმურაზის გარდა მხოლოდ ერთი დარჩა - მონღოლი კიოკუტენჰო.

16 მარტს გაგამარუ, რომელიც, თურმე, უკვე 210 კილოგრამს იწონის, ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ დოჰიოს ცენტრში დააგდო მოგვერდით. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) გაუძალიანდა მონღოლ ჰარუმაფუჯის, მაგრამ მაინც დამარცხდა. ლევანს 1-5 ბალანსი აქვს.

VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იოშიკაძე (კოტენაგე), ბარუტო-კიოკუტენჰო (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (კაკენაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-გაგამარუ (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (ოშიტაოში), კაკურიუ-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-არანი (კაკენაგე), ჰომაშო-შოჰოზანი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-სოტაირიუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე).

5-1: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7), შოტენრო (მ 16)... 1-5: ტოჩინოშინი (მ 3)... 0-6: გაგამარუ (კომუსუბი).

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, კოტოოშუ-იოშიკაძე, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, ბარუტო-ამინიშიკი, გაგამარუ-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-ტოჩინოვაკა, ტოკიტენკუ-ვაკაკოიუ, გოეიდო-არანი. ძურიო: კოკაი-კოტოიუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა