ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ევროპის ჩემპიონატის ექო: პრესის ფურცლებზე

ევროპის ჩემპიონატის ექო: პრესის ფურცლებზე

იქ, სადაც სომხურ-აზერბაიჯანული სპორტული დაპირისპირებაა, იშვიათად, საქმემ უხმაუროდ ჩაიაროს

იქ, სადაც სომხურ-აზერბაიჯანული სპორტული დაპირისპირებაა, იშვიათად, საქმემ უხმაუროდ ჩაიაროს. ახლახან ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, 55 კილოგრამის მერვედფინალში აზერბაიჯანელთა მომავალმა ჩემპიონმა ელჩინ ალიევმა სომეხთა ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი რომან ამოიანი დაამარცხა, რომელმაც წაგება დემონსტრაციული ჟესტებით გააპროტესტა. შეხვედრის პირველი პერიოდი ამოიანმა იოლად, 3:0 მოიგო, თუმცა მეორე ამავე ანგარიშით დათმო და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა.

"ქარიშხალი ჭიქაშიც" იქ დატრიალდა - ჩოქბჯენიდან ალიევმა მეტოქე ვერ დაატრიალა და ფეხზე წამოდგა. შეხვედრაც დგომში გაგრძელდა, თუმცა მსაჯებმა ერთი ქულა მაინც აზერბაიჯანელს მისცეს.

არბიტრმა ახალი წესით იმოქმედა, რომლის მიხედვითაც ჩოქბჯენში დაცვაში მდგარი მოჭიდავის მხრიდან წინ თუ უკან ცოცვით, ასევე წრეზე ტრიალით გაქცევის მცდელობა ქულით ისჯება. დასაშვებია მხოლოდ გვერდზე მანევრები. თუმცა ესეც ერთი გაურკევევლი წესია, რომელიც მსაჯებს ლავირების უფლებას აძლევს. ამ შეხვედრაშიც ასე იყო - როცა ამოიანმა ეს წესი დაარღვია, ლეიბის არბიტრს მაშინ არ დაუჯარიმებია, უფრო მაგიდის მსაჯმა იაქტიურა მოგვიანებით.

ცხადია, ქულის დაკარგვაზე ამოიანი აღშფოთდა, თუმცა იმ მომენტში უფრო სომეხთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ლევონ ჯულფალაკიანი აქტიურობდა, რომელმაც საპროტესტო ფირნიშიც შემოაგდო ლეიბზე და თვითონაც თან შეჰყვა. ის ფიცარნაგიდან მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

არბიტრებმა სომეხთა პროტესტი კი მიიღეს, მაგრამ შედეგი არ შეცვლეს და წესისამებრ, ალიევს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს. ამაზე ამოიანიც გაბრაზდა და შეხვედრის გაგრძელება იუარა. მან ალიევს მილოცვის ნიშნად ხელიც ჩამოართვა, ხოლო მერე ზევითაც აუწია. ის კარგა ხანს არ ემორჩილებოდა მსაჯის კატეგორიულ მოთხოვნას და ჩოქბჯენში არ დგებოდა, ბოლოს კი მივიდა და პირდაპირ ბეჭებზე დაწვა.

არბიტრი მაინც მოითხოვდა ჩოქბჯენს, რასაც ბოლოს ამოიანიც დაყაბულდა, თუმცა ეს უკვე ფორმალობა იყო - შეხვედრის დროც იწურებოდა.

სასტვენის შემდეგ მან ისევ სცადა, ალიევისთვის ხელი აეწია, მაგრამ ამის უფლება მსაჯმა აღარ მისცა. სამაგიეროდ, თავად ალიევმა ააწევინა ხელი სომეხს. ამოიანის საპროტესტო ჟესტებზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ვერდიქტმა არ დააყოვნა და ის ტურნირიდან მოხსნეს - სანუგეშო წრეში ასპარეზობის უფლება არ მისცეს, თუმცა დისკვალიფიკაცია სხვა შეჯიბრებებზე არ ვრცელდება.

ეს ამბავი ბელგრადშივე დამთავრდებოდა, რომ არა ლევონ ჯულფალაკიანის კომენტარი, რომელიც ერევანში დაბრუნებისას ადგილობრივ პრესასთან გააკეთა. "ეს შეხვედრა არასასიამოვნო მოსაგონებელია.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ასეთ მსაჯობას არ უნდა უშვებდეს. აზერბაიჯანელი სპორტსმენი ისე კი არ გამოვიდა, როგორც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, არამედ როგორც - ქუჩური ჩხუბისა. მან კარგად იცოდა, რომ ამოიანი მასზე ძლიერი კონკურენტი იყო" - განაცხადა ჯულფალაკიანმა და ნათქვამს ისიც დაამატა, რომ იმ შეხვედრის ყველა მსაჯი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ცხადია, მისი სიტყვები ბაქოში უკომენტაროდ არ დატოვეს. ჯულფალაკიანს აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი აჯდარ ჯაფაროვი გამოეპასუხა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ საკმაოდ მკვახე გამოთქმები არ დაიშურა. "რამდენჯერმე ვნახეთ ეს შეხვედრა და დავრწმუნდით, რომ მსაჯთა მხრიდან ალიევისადმი არავითარი მიკერძოება არ ყოფილა. ვურჩევ სომხებს, შევიდნენ FILA-ს საიტზე და წესებს გაეცნონ.

სომეხი მწვრთნელი არბიტრთა დისკვალიფიკაციაზეც ლაპარაკობს, რაც არაა სიმართლე, რადგან იმ არბიტრმა მეორე დღეს ფინალი იმსაჯა" - თქვა მან და ამოიანი არტისტიზმში დაადანაშაულა.

მსაჯობას აზერბაიჯანელებიც უჩივიან

FILA-ზე აზერბაიჯანელთა უზომო გავლენა საიდუმლო არავისთვისაა და არბიტრებზე მათი ზეწოლაც არავის უკვირს, მაგრამ ბელგრადული ტურნირის შემდეგ არაობიექტურ მსაჯობაზე ისინიც ალაპარაკდნენ.

იგივე აჯდარ ჯაფაროვი ისევ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას შეეხო, კონკრეტულად კი - ირანიდან გადმობირებულ მსოფლიოს პრიზიორ სამან ტახმასიბის და ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისის შეხვედრას.

ტახმასიბიმ პირველ წრეში ძლიერი მეტოქე, რუსთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ალექსეი მიშინი დაამარცხა, ლიტველთან კი წააგო. ჯაფაროვის თქმით, მოგვიანებით მათ ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერის ნახვა FILA-ს პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის სთხოვეს, რომელიც უკმაყოფილო დარჩენილა ფინელი არბიტრის გადაწყვეტილებებით და თურმე იქვე მოუთხოვია, რომ მას ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლება არ მისცენ.

მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, აზერბაიჯანელთა საქმეც ისეა - გასაკვირი ის იქნებოდა, მარტინეტის მათი საწინააღდეგო გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა აქ საინტერესო სხვა მომენტია - მარტინეტიმ მოითხოვა, იმ არბიტრისთვის ჩამოერთვათ ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლებაო.

წესით, რიგით და დემოკრატიულ პრინციპთა გათვალისწინებით, ასეთ გადაწყვეტილებას სათანადო კომიტეტი უნდა იხილავდეს, ის უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და არა პრეზიდენტი. როცა სასწაული ხდება და FILA პირდაპირ რეპორტაჟებს გვაღირსებს, იქაც ხშირად შეგვიმჩნევია, რომ მარტინეტი ტრიბუნიდანვე პირდაპირ ერევა მსაჯთა საქმეებში, რომლებიც მისი მითითებით ცვლიან გადაწყვეტილებებს, ხოლო ტურნირების უშუალოდ მონაწილე მწვრთნელ-სპორტსმენები ასეთ შემთხვევას ბევრად უფრო მეტს იგონებენ. არც ესაა დემოკრატიული მართვის მაგალითი, რადგან ამ შემთხვევაშიც საქმეში მსაჯთა კომიტეტი უნდა ერეოდეს.

აზერბაიჯანელებს - ორი, ჩვენ - ერთი

ბელგრადში იმ მსაჯთა ვინაობაც უნდა გარკვეულიყო, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადას იმსაჯებენ. როგორც აზერბაიჯანული წყაროები წერენ, ეს უფლება ორ აზერბაიჯანელ მსაჯს მიენიჭა - ზემოხსენებულ აჯდად ჯაფაროვს და ხიჟრან შარიფოვს.

ბუნებრივია, დავინტერესდით, ამ მხრივ ჩვენთან რა მდგომარეობაა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილი არ მიუღიათ, მაგრამ პირადი საუბრებიდან იციან, ედიშერ მაჩაიძემ სათანადო შეფასება მიიღო და ის ლონდონში იმსაჯებს. ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ორშაბათს FILA-დან სათანადო წერილი მოვა.

FILA-ს საიტზე მაჩაიძე დასახელებულია იმ 56 არბიტრს შორის, რომლებსაც ოლიმპიური ლიცენზია აქვთ, თუმცა ყველა მათგანი თამაშებს ვერ იმსაჯებს.

ვერ გეტყვით, ხიჟრან შარიფოვს გვარის გარდა ნათესაობაც თუ აკავშირებს თავისუფალ ჭიდაობაში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ შარიფ შარიფოვთან (84), რომელსაც საოლიმპიადოდ ჩვენი ევროპის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი უმთავრეს კონკურენტად მიიჩნევს.

აზერბაიჯანელებს მარტინეტის კარზე გავლენა არ აკლიათ, მსაჯი შარიფოვის არყოფნით მოჭიდავე შარიფოვი რომ არ დაეჩაგროთ; იქნებ არც ესენი არიან ახლო ნათესავები, თუმცა ასეთი დამთხვევა მაინც ნიშანდობლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს

[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა

შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა

შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში

[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო

კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს

აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა

"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს