სტადიონზე მისულმა ხალხმა ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ნახევარსიმართლე თუ იცის...
ამბობენ, რომ ინგლისში ვეღარ ნახავთ რძისფერ ნისლს და ვერც ისეთ ჯენტლმენებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალბატონებს ადგილს რომ უთმობენ.

ჯენტლმენობა არც ხელობაა და არც მოწოდება, ასეთი უნდა იყო, ასეთად ყოფნა უნდა მოგწონდეს. ჯენტლმენობა ყველგან ძვირი სანახავი გახდა, თითქოს გადაშენდა, ჯენტლმენობა ქონებასავით არის, რომელიც ზოგს მოსდგამს, ზოგს კი - არა.

არც ერთ ბურჟუას არ უყვარს, როცა მას სოვდაგარს ეძახიან და მისი ჯენტლმენობისა არ სჯერათ. პიარს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ყოვლისშემძლე ისიც ვერ იქნება, ჯენტლმენობაც ისეთია, პიარით რომ ვერ შექმნი.

ერთხელ, ერთი ქართული კლუბის პრეზიდენტმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, შეკრებაზე ანთალიაში გიშვებთ, ოღონდაც თვითმფრინავის ბილეთები არ არის და იძულებული ვარ, იქ ავტობუსით გაგიშვათო. თვითმფრინავის ბილეთი ავტობუსით მგზავრობაზე ძვირია, ჰოდა ერთმა ფეხბურთელმაც არ დაიჯერა პრეზიდენტის სიტყვა, წავიდა სააგენტოში, იშოვა ანთალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და ამის შესახებ პრეზიდენტს მოახსენა.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა ამ ფეხბურთელს შეღავათი გაუწია, უფულოდ უბოძა გათავისუფლების ფურცელი, გზებიც დამილოცნია და თავი დამანებეო.

მილეთმა ბევრი არაფერი იცის ასეთ პრეზიდენტებზე და ალბათ არც არის საჭირო, რომ იცოდეს. ბევრისმცოდნე კაცი რაღაცით კურტნის მუშას ჰგავს, დამძიმებულია და კლოუნები მას ვერ გაართობენ.

ამასწინათ ტელევიზიაში თურმე ერთ ქომაგს დაურეკავს და უკითხავს, მართალია, რომ დომენტი სიჭინავა ცირკში ბრუნდება, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდში გადადისო?

ირონია ხანდახან ისევე დასაფასაბელია, როგორც ჯენტლმენობა. ირონია სათუთი რამეა, შეურაცხყოფაში თუ გადავიდა, უფასურდება.

ჯენტლმენობაც მასეა, თავისი მკაცრი ჩარჩოები აქვს, მაგრად შეგეშალა ვინმესთან და კარგად იყავი.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი პრიორიტეტი ჯერაც ვერ გახდა. ამით ბევრი სარგებლობს, მათ შორის ზოგი პრეზიდენტიც. მათ თავიანთი კონიუნქტურა აქვთ, ფულს ხარჯავენ და ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გააჩნიათ.

ასეთმა პრეზიდენტებმა კარგად იციან, როგორ ათქმევინონ მწვრთნელს, საკუთარი ნებით გადავდექიო. კარგად იციან, თუ როგორ გაუშვან ფეხბურთელი გუნდიდან, როგორ მოიყვანონ გუნდში ისეთი მწვრთნელი, ფეხბურთელის ტრანსფერის წილში რომ ჩაუჯდება. ასეთი პრეზიდენტების ბოლო ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმას დომენტი სიჭინავას აძლევენ.

ეს ჯენტლმენობა კი მელოდრამას ემსგავსება, ძველმოდური გახდა, ყავლი გაუვიდა.

ალბიონზე ფეხბურთი ნისლისა და ჯენტლმენების გარეშეც უყვართ, იქ სხვანაირად მოსდგამთ ფეხბურთის სიყვარული, იქ სხვანაირად ფასობს ადამიანი. იქაც ბევრი რამე იცვლება იმ პრიორიტეტის გარდა, რომელიც კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

16 მარტს საქართველოს ჩემპიონატის ტური იყო, ადელიდან მცხეთამდე გადაჭიმული. სტადიონზე მისულმა ხალხმა ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ნახევარსიმართლე თუ იცის და ამაში განსაკუთრებული ალბათ არაფერია, ფეხბურთი ასედაც ძალიან გემრიელია, პრეზიდენტების ამბები კი ოდენ დანამატია.

სტეინბეკის ერთი გმირი ამბობს, ჭუჭყიანი შარვალივით დავათრევ ცოდვებს კეთილ ხალხშიო. ჩვენ პრეზიდენტებს კი ამის თქმა არ შეუძლიათ, მათ ეს არ მოსდგამთ.

ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio-gio
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სტატია ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ეძღვნება:)რა თქმა უნდა, კონკრეტიკა ჯობია, მაგრამ ვინც ვერ მიხვდა, ახლა ხომ მიხვდება...
Geo-Fan
ჟურნალისტმა ყველაფერი რომ დაწეროს, თუნდაც ის რაც ყველამ ვიცით, მას დამტკიცება მოეთხოვება.
დუდუ
სტატიაში ნათქვამია: ვიცი, რა წუმპეცაა ეს ქართული ფეხბურთი, რა ნაძირალების ხელშია, მაგრამ კონკრეტულად არაფერს გეტყვით. ავტორს მინდა ვუთხრა: ჩვენც ვიცით, რო წუმპეა და ნაძირალების ხელში სანამაა, სულ წუმპე იქნება. ამის სათქმელად სტატიის წერით თავს ნუ შეიწუხებთ. თუ რამე კონკრეტულის თქმას დააპირებთ, დაწერეთ და სიამოვნებით წავიკითხავთ. ასე უაზროდ კი არც თქვენ და არც ჩვენ ჯობს, ნუ შევწუხდებით და დროს ნუ დავკარგავთ.
Walkabout
სტატიის ავტორი მართალია, ხალხმა ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ნახევარსიმართლე იცის, მაგრამ ბატონო ჟურნალისტებო, ნეტავ ვისი და რისი ბრალია ეს?
Geo
აუ თუ რამე იცით თქვით რა ბოლომდე, დაასახელეთ კონკრეტულად. ასე სასხვათაშორისოდ ლაპარაკმა დაღუპა ქართული ფეხბურთი და ამაში თქვენნაირ ხალხსაც არანაკლები წვლილი მიგიძღვით, რაღაცები რომ იცით და ცუციკებივით მიყუჩებულები ხართ, არაფერს ამბობთ. გამოდით და ვაჟკაცურად თქვით ვინ რა ქნა. იმიტომ კი არა რომ ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არამედ თუნდაც იმიტომ რომ იმ კაცმა მორალური პასუხისმგებლობა მაინც იკისროს ჩადენილ საქციელზე საფეხბურთო სამყაროს წინაშე...
antonelio
კარგია, ოღონდ მხოლოდის ის ხალხი თუ გაიგებს, ვინც ამ სფეროში ტრიალებს...
garsevan
რაღაცნაირი, ჯიგრული სტატიაა!!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე