ისეთი ავტორიტეტული გამოცემაც კი, როგორიც რუსული "სპორტ-ექსპრესია", ვერ გაერკვა ჩვენი ჩემპიონატის სისტემაში
დიდთოვლობის გამო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ორმა ტურმა ჩაიარა და, სამწუხაროდ, ორივემ არასრულად. დიდი სურვილი კი გვქონდა, ტურის სიმბოლური ნაკრები ამჯერად მაინც შემოგვეთავაზებინა, მაგრამ როცა რვა მატჩიდან მხოლოდ ოთხი იმართება და ამ ოთხიდან ერთში ფეხბურთის მსგავსი არაფერი გვინახავს, საუკეთესოებზე საუბარი უადგილოა.

სიმბოლური ნაკრები რომ დაგვესახელებინა, ტურის მწვრთნელად, რა თქმა უნდა, მარტვილის "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას ვაღიარებდით. მისმა გუნდმა ხომ მხოლოდ შედეგით კი არა, თამაშის ხარისხითაც გაგვაოცა. სიმბოლურში ჟვანიას ფეხბურთელებიც მრავლად მოხვდებოდნენ.

პარასკევს გამართული ოთხი მატჩიდან "დილა"-"მეტალურგს" უკომენტაროდ დავტოვებთ, დანარჩენებს კი მოკლედ შევეხებით.

"დინამოს", რომლის წევრებსაც ჩემპიონობის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ, მსგავსი წაფორხილების უფლება ნამდვილად აღარ ჰქონდა და თითქოს დაგეგმილ სამ ქულასთან ახლოსაც იყო, მაგრამ ირაკლი ძარიას გაძევების შემდეგ "მერანმა" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. ლაშა ჩალაძის შემთხვევითი, მაგრამ მაინც ულამაზესი გოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა, ისევე, როგორც მარტვილელთა შთამბეჭდავი თამაშის ხილვა.

სანამ რიცხვნაკლულნი დარჩებოდნენ, დინამოელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, ძარიას გაძევების შემდეგ კი დედაქალაქელთა თამაშში წუნი მრავლად გამოჩნდა და "მერანს" დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ რომ ეთამაშა, თბილისიდან სამ ქულასაც წაიღებდა.

მოკლედ, "მერანი" ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯითა და არავარსკვლავური შემადგენლობით, მაგრამ ამავდროულად, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბითა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა. მარტვილელებისგან მსგავს სიურპრიზებს ჩვეულნი ვართ, მაგრამ მაინც ნაკლებად ველოდით, რომ ფაქტობრივად ჩავარდნილი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ "მერანი" "დინამოს" მარტვილური მარცხისთვის შურისძიების საშუალებას არ მისცემდა.

"დინამოს" სატურნირო მდგომარეობა კი კლუბის ამბიციებს კვლავაც არ შეესაბამება. თუ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ქულების კარგვა განაგრძო, მალე "დინამოს" წინაშე უფრო მოკრძალებული ამოცანა დადგება - საპრიზო სამეულში შესვლა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება.

"ზესტაფონი"-"ტორპედო" თოვლმა გადადო და იმედია, ამიერიდან ჩემპიონატის კალენდარი აღარ დაირღვევა. სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი მატჩი კი კარს მოგვადგა - 21 მარტს ეროვნულ სტადიონზე "დინამო"-"ზესტაფონია"!

ამ შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი გასული ტურის დარჩენილ ორ შეხვედრასაც შევეხოთ.

თუკი პლეი ოფში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე უმოტივაციო გუნდი, პლეი აუტში განაღდებული და დაკარგული ჯერ არავის არაფერი აქვს და სწორედ ამიტომ რიგ შემთხვევებში ჩვენი ყურადღების ცენტრში სწორედ ქვედა რვა გუნდისგან შემდგარი გათამაშება იქნება ხოლმე.

ბათუმში თოვლმა ადგილობრივი "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება გადადო, ოზურგეთში კი ამავე მიზეზის გამო "მერცხალი"-"ჩიხურა" ვერ ჩატარდა.

სამაგიეროდ, მეორე ეტაპის ორივე მატჩი შეუფერხებლად გამართა და ორივე მოიგო "ვიტ ჯორჯიამ" და აქედანვე დაგვანახა, რომ პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. შეგახსენებთ, პლეი აუტის სტარტიდან ვეტერინარებს ძველ-ახალი მთავარი მწვრთნელი, მერაბ კოჭლაშვილი ჰყავთ.

უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არც "სპარტაკის" გეგმებში შედის, მაგრამ ცხინვალელებს ორ შეხვედრაში ერთადერთი ქულა აქვთ და სასწრაფოდ მართებთ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება. "გურია" კი, იმის მიუხედავად, რომ ჯერ პლეი აუტში არ მოუგია, უშანსოდ სულაც არ გამოიყურება.

ლანჩხუთელებმა წინა ტურში "სპარტაკთან" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ახლა კი პირიქით, თავად ვერ შეინარჩუნეს ასეთივე უპირატესობა. "გაგრას" ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში აქვს. დანარჩენებზე კი მერე ვისაუბროთ, ტური სრულად რომ გაიმართება.

დასასრულს ერთი სახალისო ფაქტის შესახებ: ისეთი ავტორიტეტული გამოცემაც კი, როგორიც რუსული "სპორტ-ექსპრესია", ვერ გაერკვა ჩვენი ჩემპიონატის სისტემაში და საქართველოს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილი გუნდების დაუყოფლად, ქულების ყოველგვარი დაკლება-გაუქმების გარეშე გამოაქვეყნა.

ამ არარსებულ ცხრილში საინტერესო სურათი მივიღეთ: "სიონი" 12 ქულით უიმედო აუტსაიდერია, ლიდერი "ზესტაფონი" "დინამოს" 11 ქულით ასწრებს, "ტორპედოს" - 14-ით, "მეტალურგი" კი, რომელსაც ახალი სისტემის წყალობით მხოლოდ 4 ქულით აღემატება, მთელი 18 ქულით ჩამოიტოვა!

პლეი ოფი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 15 10 3 2 28-12 33

2.მეტალურგი 16 9 2 5 23-19 29

3.დინამო 15 7 3 5 29-22 24

4.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

5.ბაია 15 4 4 7 11-19 16

6.დილა 15 4 3 8 16-18 15

7.მერანი 15 4 2 9 14-24 14

8.კოლხეთი 15 2 6 7 8-20 12

პლეი აუტი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ვიტ ჯორჯია 2 2 0 0 3-0 6

2.გაგრა 2 1 1 0 4-2 4

3.სიონი 1 1 0 0 3-1 3

4.გურია 2 0 2 0 4-4 2

5.სპარტაკი 2 0 1 1 2-3 1

6.ჩიხურა 1 0 0 1 1-3 0

7.დინამო (ბთ) 1 0 0 1 0-2 0

8.მერცხალი 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kapo
კარგია დილა-მეტალურგი ამ ვითომ თამაშს თავის სახელს რომ არქმევთ. 3 ქულა კიდევ ერგება მეტალურგს დილასგან. ანუ ერთი უმსგავსობა კიდევ წინ გველის
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!