თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ბურთისთვის ბრძოლაში მარტვილელთა ნახევარმცველს, ლაშა ჩალაძეს სახეში წიხლი ჩაარტყა
თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და 2:2 დასრულდა.

მატჩის 43-ე წუთზე მეტოქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ყველაფრის თავი და თავი დავით ოდიკაძე აღმოჩნდა. 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უხეშობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ამ ეპიზოდში უჩვეულოდ მოიქცა, ბურთისთვის ბრძოლაში მარტვილელთა ნახევარმცველს, ლაშა ჩალაძეს სახეში წიხლი ჩაარტყა.

ცხადია, ამან მარტვილელთა უკმაყოფილება გამოიწვია და პატარა დაპირისპირებაც მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მალე ჩაწყნარდა, მაგრამ მოჰყვა გაგრძელება: 18 მარტს თავად დავით ოდიკაძე დაგვიკავშირდა და ვფიქრობთ, ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ სპორტსმენს შეშვენის.

"თავის მართლება არ მიყვარს, მაგრამ "მერანთან" პირველი ტაიმის ბოლოს მომხდარ ეპიზოდს ძალიან განვიცდი და ამიტომაც მოგმართეთ, რომ საჯაროდ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ.

ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ აზარტში შესულმა და ნერვებს აყოლილმა ვერ მოვზომე და ლაშა ჩალაძეს ნიკაპში ბუცი მოვარტყი.

რამდენი ხანია, ვთამაშობ, მაგრამ ტრავმა არავისთვის მიმიყენებია. მე თვითონ ფეხი ორჯერ მომტეხეს და ვიცი, რომ უხეშობა მოთამაშეს არ შეშვენის. ეს შეგნებულად არც გამიკეთებია, მაგრამ ადამიანს ტკივილი მივაყენე. ამიტომ თამაშის შემდეგ ლაშა ვნახე და მომხდარის გამო პირადად მოვუბოდიშე.

მასთან უხეშობას ორმაგად იმიტომ განვიცდი, რომ ცხინვალის "სპარტაკში" ერთად ვთამაშობდით. ახლა იგივე მსურს გაზეთის საშუალებით ვთქვა. ლაშას, მოწინააღმდეგეს, "მერანისა" და "დინამოს" გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი", - ამბობს დავით ოდიკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა