ფინელმა კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველივე რბოლაში მოიპოვა ქულები

ფინელმა კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველივე რბოლაში მოიპოვა ქულები. წარუმატებელი კვალიფიკაციის მიუხედავად (მე-17 პოზიცია სასტარტო ბილიკზე), მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა...

- თქვენ პირველი ეტაპის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდით...

- დღეს მართლაც კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ წინა დღეს გარკვეული შეცდომები დავუშვი, დღეს კი უსაფრთხოების მანქანა არასასურველ დროს გამოვიდა ტრასაზე.

სტარტი კარგად ავიღე, მაგრამ ჩემს წინ მოსახვევში ინციდენტი მოხდა, რის გამოც ბევრმა დაკარგა პოზიცია - თითქმის გავაჩერე მანქანა და ბალახზე გადავედი, რათა ავარია ამეცილებინა თავიდან. ამან კიდევ უფრო გაართულა რბოლა - მანქანა სწრაფი იყო, მაგრამ მჭიდრო ტრაფიკში გასწრება შეუძლებელია.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გასაგები ხდება - უკეთესი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ უქმეებს იდეალურად არ ჩაუვლია. მთავარია, მანქანა იყო სწრაფი და მე მეშვიდე ადგილი დავიკავე - საკმაოდ კარგი შედეგია. ქულები მოვიპოვე და შაბათთან შედარებით, სერიოზულ პროგრესს მივაღწიე.

- რა იგრძენით ორწლიანი შესვენების შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნებისას? იოლი იყო ახალ მანქანასთან, "პირელის" საბურავებთან და KERS-ის სისტემასთან შეგუება?

- სიმართლე გითხრათ, დიდი განსხვავება არ მიგრძვნია იმასთან შედარებით, რაც ჩემი წასვლის დროს დავტოვე. წესები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ რბოლები იგივე დარჩა.

DRS-ის (მოძრავი უკანა ანტიფრთა) სისტემის რბოლაში გამოყენება იოლია, ვიდრე თავისუფალი პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს, რადგან მისი გააქტიურება მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზეა შესაძლებელი, სხვა სესიებში კი პილოტები მას ყველაგან იყენებენ, ამან კი შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს იმ დროს, როცა ზედმეტად აგრესიულად უტევთ.

ვერ ვიტყვი, რომ ფორმულა 1-ის მანქანამ დიდი ცვლილება განიცადა. დიახ, 2009 წელთან შედარებით ის უფრო სხვანაირი გახდა, მაგრამ გუნდები ყოველ წელს ახალი მანქანებით იწყებენ. საბურავებთან დაკავშირებით პრობლემა ჯერ არ მქონია. შეიძლება ითქვას, ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

- რბოლაში თქვენი შედეგისა და კვალიფიკაციაზე გროსჟანის მესამე ადგილის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ E20-ის პოტენციალს?

- როგორც ზამთრის ტესტებისას ვთქვი და მელბურნშიც გავიმეორე, მანქანა შესანიშნავად გამოიყურება. რბოლის დროს ბევრი დავკარგე ტრაფიკში და ვერ შევძელი ბოლიდის პოტენციალის რეალიზება. ვინ იცის, რა შედეგი მექნებოდა უკეთეს სასტარტო პოზიციაზე რომ ვყოფილიყავი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ მანქანა ძალიან სწრაფია. არ უნდა დავუშვა ის პრობლემები, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლაში შემიშალა ხელი.

-პირველი ეტაპი უკან დარჩა, წინ არის მზადება მალაიზიის გრანპრისთვის...

- მოხარული ვარ, რომ ეს უქმეები უკან დარჩა, მალაიზიაში კი უფრო მეტის მიღწევას ვეცდებით. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ მოიქცევა მანქანა სეპანგში, მაგრამ დღემდე ის სხვადასხვა ტრასაზე იყო ეფექტური და იმედია, ასე იქნება მალაიზიაშიც. წინ ცხელი და ნესტიანი ამინდი გველის. ეს ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ კვალიფიკაციას შეცდომების გარეშე გავივლი და პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი მექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!