"ჰიუსტონ როკეტსის" ახალბედა დერეკ ფიშერი მოელაპარაკა კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვაზე, - წერს ამერიკული პრესა
"ჰიუსტონ როკეტსის" ახალბედა დერეკ ფიშერი მოელაპარაკა კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვაზე, - წერს ამერიკული პრესა. ასე რომ, 37 წლის ვეტერანი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" ცოტა ხნის წინ ტრეიდის მეშვეობით გაუშვა "ჰიუსტონში" ფიშერი და სანაცვლოდ ფორვარდი ჯორდან ჰილი მიიღო.

ახალი კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, ფიშერი ვერ შეძლებს მიმდინარე სეზონში "ლეიკერსში" დაბრუნებას.

კალათბურთელის მენეჯერი ჯეიმი უიორი ჟურნალისტებს მოუყვა იმ მიზეზების შესახებ, რომლების გამოც მისმა კლიენტმა სთხოვა "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობას მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.

"მადლობას ვუხდით "ჰიუსტონის" შეფობას იმის გამო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას. დერეკმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მეექვსე ტიტულის მოგება აქვს ჩაფიქრებული", - ამბობს უიორი.

მოგვიანებით გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ NBA-ს ხუთგზის ჩემპიონის ხელში ჩაგდება სურთ "ოკლაჰომას", "ჩიკაგოსა" და "მაიამის".

"თანდერს" სჭირდება სარეზერვო პლეიმეიკერი, რადგან რასელ უესტბრუკის შემცვლელი ერიკ მეინორი ტრავმირებულია და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ასევე წერენ, რომ "კლიპერსი" და "სან ანტონიო" არიან დაინტერესებულნი "ლეიკერსის" ყოფილი მოთამაშის გაფორმებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება