ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი შეხვდნენ
ინდიან უელსში დასრულდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მამაკაცებსა და ქალებს შორის.

ქალთა ტურში გრძელდება ბელარუსი ვიქტორია აზარენკას დომინირება. გერმანელ მონა ბარტელთან პირველ წრეში სამსეტიან მატჩს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ფინალამდე ყველა მეტოქე იოლად დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩშიც არ შექმნია პრობლემა რუსი მარია შარაპოვას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში წაგებისთვის რევანშის შანსი ჰქონდა, მაგრამ დღეს აზარენკას დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ბელარუსმა ფინალი ბრეიკით დაიწყო. მომდევნო გეიმში შარაპოვამ ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქის გეიმებზე წარმატების შანსი აღარ ჰქონია. თავის მხრივ, აზარენკამ მეშვიდე გეიმში მეორე ბრეიკი აიღო და სეტი 6:2 დაასრულა თავის სასარგებლოდ.

მეორე პარტია პირველის ანალოგიურად განვითარდა - ბელარუსმა ისევ ბრეიკით დაიწყო სეტი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა, კიდევ ორი გეიმი მოიგო და 3:0 წაიყვანა ანგარიში. ამის შემდეგ მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, ცოტა ხანში კი მარიამ პირველად აიღო სეტში საკუთარი მოწოდება და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 3:4. მაგრამ მეტის გასაკეთებლად მას ძალა აღარ ეყო. ვიქტორიამ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და მატჩში ბრეიკების რაოდენობა ექვსამდე აიყვანა.

საათსა და 26 წუთში დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში - 6:2, 6:3 მსოფლიოს პირველი ჩოგანის სასარგებლოდ. აზარენკამ ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო და ჯერ სეზონში არც ერთი წაგება არ აქვს. ბელარუსმა მეოთხე ტიტული მიითვალა და ამ გამარჯვებისთვის მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რამდენიმე დღეში დაიწყება ანალოგიური კატეგორიის ტურნირი მაიამიში და იქ უკვე სერენა უილიამსი ჩაებმება ბრძოლაში. საინტერესოა, ისინი თუ შეძლებენ ვიქტორიას ბრწყინვალე სვლის შეჩერებას.

მოგვიანებით გაიმართა ინდიან უელსის მასტერსის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი შეხვდნენ.

ისნერმა ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პირველად გავიდა მასტერსის ფინალში, ფედერერს კი ამ კატეგორიის მე-19 ტურნირის მოგების შანსი ჰქონდა.

ჯოკოვიჩთან მატჩში ისნერმა ორი ტაი-ბრეიკი მოიგო. ამჯერადაც მეტოქეებმა პირველ სეტში შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები და საქმე მე-13 გეიმამდე მივიდა, ოღონდ ამჯერად იქ ფედერერის უპირატესობა შეინიშნებოდა. შვეიცარიელმა ოთხი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ამერიკელი უძალიანდებოდა და როჯერმა მხოლოდ 8:7-ზე მოახერხა გადამწყვეტი ქულის აღება და სეტის მოგება.

მეორე სეტი პირველის ანალოგიურად დაიწყო - პირველ ექვს გეიმში მეტოქეები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ამის შემდეგ ისნერის თამაში მოულოდნელად მოიშალა - მომდევნო სამ გეიმში ამერიკელმა ორი ბრეიკი დაუთმო მეტოქეს და ფედერერმა ეს საჩუქარი კარგად გამოიყენა. 6:3 - ასეთი იყო მეორე სეტის ანგარიში შვეიცარიელის სასარგებლოდ.

თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ფედერერს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. როჯერმა კარიერაში მე-19 მასტერსი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რაფაელ ნადალსა და ლეგენდარულ ჯონ მაკინროის. რეკორდსმენი გახლავთ ჩეხი ივან ლენდლი, რომელსაც კარიერაში 22 მასტერსი აქვს მოგებული.

სულ მალე ფედერერს ექნება შანსი მაიამიში მიუახლოვდეს ლეგენდარული ჩეხის მაჩვენებელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს