ჯანო ანანიძეს თამაშის შანსი არც მოსკოვურ დერბიში მიეცა და მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა
სერია A-ში კახა კალაძის "ჯენოა" "რომას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამით გენუელებმა სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს და ნელ-ნელა ელიტიდან გავარდნის საფრთხის წინაშეც დგებიან.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და გაფრთხილება მიიღო.

დიდი იმედი გვქონდა, რომ ჯანო ანანიძეს მოსკოვურ დერბიში მონაწილეობის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.

მისი "სპარტაკი" ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა და რუსეთის ჩემპიონობის მცირე შანსსაც გამოეთხოვა, ცსკა კი ლიდერ "ზენიტს" 6 ქულით ჩამორჩება.

უკრაინულ პრემიერლიგაში ლვოვის "კარპატიმ" სტუმრად 1:3 წააგო ხარკოვის "მეტალისტთან" და კვლავ გასავარდნი ზონის სიახლოვესაა. მურთაზ დაუშვილმა სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" შინ 0:1 დამარცხდა "რეიმსთან" და კვლავ აუტსაიდერთა შორისაა. "ლე მანის" კარი ამჯერადაც გიორგი მაკარიძემ დაიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა