"ეშმაკების" ხელმძღვანელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს მიმართეს
მიუხედავად იმისა, რომ "კაიზერსლაუტერნის" მენეჯერმა შტეფან კუნტცმა კვირას გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი დაიცვა და თქვა, მის გაშვებას არ ვაპირებთო, გუშინ ბუნდესლიგის აუტსაიდერის დირექტორთა საბჭომ მაინც გადადგა მოსალოდნელი ნაბიჯი: კურცი "ლაუტერნის" მწვრთნელი აღარ არის.

როგორც ჩანს, "შალკესთან" საკუთარ მოედანზე განცდილმა კრახმა (1:4) და ბოლო ადგილზე უიმედოდ ყოფნამ (1. FCK-ს მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი და 16 თამაშია, არ მოუგია), კლუბის ბოსებს მოთმინების ფიალა აუვსო.

გუშინვე გაირკვა, რომ ამ დღეებში "კაიზერსლაუტერნს" კურცის ასისტენტი ოლივერ შეფერი და მეკარეების მწვრთნელი გერი ერმანი ავარჯიშებენ, ახალ მთავარ მწვრთნელს კი შეფები ბუნდესლიგის მომდევნო ტურამდე დანიშნავენ. კურცმა "ლაუტერნი" 2009 წელს ჩაიბარა და პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მეშვიდე გათავისუფლებაა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ეშმაკების" ხელმძღვანელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კლაუს ტოპმიოლერს მიმართეს, მაგრამ 60 წლის "ტოპიმ" "კაიზერსლაუტერნის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

"ეს ჩემი მშობლიური კლუბია, რომლის წევრიც დღემდე ვარ, მაგრამ ასეთ დროს მწვრთნელის თანამდებობაზე უარს ვამბობ. იანვარში რომ მოემართათ, კიდევ შეიძლებოდა, რადგან რაღაც-რაღაცების შეცვლას მაინც მოვასწრებდი, ახლა კი ძალიან გვიანაა. ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელებით "ლაუტერნის" გადარჩენა შეუძლებელია, - უთხრა ტოპმიოლერმა "შპორტ აინსს" და იქვე დასძინა, - 26 ტურში მთელ გუნდს მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი. ერთ სეზონში 17 და ხშირად 17-ზე მეტი გოლი პირადად მე გამქონდა ხოლმე..."

"ბილდის" ცნობით, "კაიზერსლაუტერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ახლა ბულგარელი კრასიმირ ბალაკოვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა