თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს
საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა დუშეთის საწვრთნელ ბაზაზე დაასრულა მოსამზადებელი შეკრება და ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით რიგაში გაემგზავრა ფრეინდელფელდსის სახელობის მეთხუთმეტე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა(55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარიშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი, ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120).

"გუნდი, ძირითადად, ქვეყნის ჩემპიონატზე გამარჯვებული მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ხუთ წონით კატეგორიაში, ფედერაციის მხარდაჭერით, წავიყვანთ ფინალისტებსაც.

ეს ის წონებია, სადაც გადამწყვეტი შეხვედრები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საერთოდაც, მინდა შეძლებისდაგვარად მეტ სპორტსმენს მივცე თავის გამოჩენის შანსი. გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან ასაკის გამო ნაკრები ბევრმა დატოვა. დარჩნენ მხოლოდ ტალახაძე და პეტრიაშვილი. შესაბამისად, ნაკრები თითქმის ხელახლაა დასაკომპლექტებელი.

ბუნებრივია, დუშეთში შეკრებაზე ყველა მოჭიდავეს ვაკვირდებოდი და გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მათ შესაძლებლობებზე, მაგრამ საერთაშორისო საშეჯიბრო პრაქტიკა სხვაა.

ამის გამო ჯერ ვერ გეტყვით, რა შესაძლებლობების გუნდია. რიგაში ასპარეზობის შემდეგ უფრო გამოიკვეთება კონტურები, თუმცა მეეჭვება, ეს ნაკრები იმ თაობის წარმომადგენლების (დავით მარსაგიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, დავით ხუციშვილი) მსგავსი გამოდგეს, რომლებმაც ახალგაზრდებიდან საბოლოო გადასვლამდე შეძლეს დიდების გუნდში ადგილის დამკვიდრება და ახლა იქ ლიდერები არიან.

ამ ტურნირის მასპინძლები ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან ქართველ მოჭიდავეებს. არც მალავენ, რომ ტრადიციული მონაწილეობით შეჯიბრების დონეს ვამაღლებთ.

ტურნირი ჩვენთვისაცაა მიმზიდველი, რადგან ჩამოდიან ანგარიშგასაწევი გუნდები, უმეტესწილად, ევროპის ქვეყნებიდან. კონტინენტის ჩემპიონატისთვის კი მათი ერთგვარი დაზვერვაც აუცილებელია" - გვითხრა სხირელმა.

ფრეინდელფელდსის ტურნირი 24-იდან 27 მარტამდე გასტანს. ლატვიის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრები 28 - 29 აპრილს ბაქოს საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, მაისში კი რუმინეთისა და თურქეთის შეჯიბრებებზე გამოსცდის ძალებს. ევროპის ჩემპიონატს კი 19 - 24 ივნისს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე