გუნდებს წინა პირველი შეხვედრები წაგებული ჰქონდათ და ზედმეტადაც კი ფრთხილობდნენ
საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩს თავიდან ბოლომდე გასდევდა დაძაბულობა. ორივე გუნდს პლეი აუტის წინა პირველი შეხვედრები წაგებული ჰქონდა და, ბუნებრივია, ზედმეტადაც კი ფრთხილობდა. იშვიათ შეტევებს, უმეტესად მასპინძლებისას, სერიოზული ხიფათი არ მოჰყოლია.

მეორე ტაიმში "ჩიხურა" საგრძნობლად გააქტიურდა, რაც შეცვლაზე ალეკო ივანიშვილის, ბესიკ დეკანოიძისა და თორნიკე მუმლაძის შემოსვლამაც განაპირობა.

მე-60, 63-ე და 83-ე წუთებზე სტუმრები სასწაულებრივად გადაურჩნენ გოლებს. ბათუმელებმაც ვერ გამოიყენეს, რომ იტყვიან, რამდენიმე "ნახევარმომენტი".

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "გუნდს კვლავ აკლია შეთამაშება. შეტევებში მეტი ორგანიზებაა საჭირო. დასანანია, რომ ვერ გამოვიყენეთ გოლის გატანის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა".

იოსებ ნასუაშვილი (ბათუმი): "მეტოქეებს ამ მატჩამდე პირველი თამაში წაგებული ჰქონდათ და მეორე წაგება, ალბათ, საგანგაშო იქნებოდა. ამიტომაც არ ვარ მთლად უკმაყოფილო ჩვენი გუნდის თამაშით და შედეგით. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო".

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)

20. 03. საჩხერე. "ცენტრალური". 700 მაყურებელი

ჩიხურა-დინამო (ბათუმი) 0:0

ჩიხურა დინამო

რ. თევდორაძე მამინაშვილი

მურველაშვილი ფარტენაძე

გუშარაშვილი ხუხია

ჭელიძე კაჭკაჭიშვილი

ჩიკვაიძე ქორიძე

ზაბახიძე გოგიტიძე

ნ. კვასხვაძე ცანავა

ლ. ნოზაძე ა. მუჯირი

დ. კირკიტაძე ცნობილაძე

ფიფია ბერიძე

იაშვილი დიასამიძე

მწვრთნელი: ს. ფრუიძე მწვრთნელი: ი. ნასუაშვილი

ჩიხურა

65. ფიფია - ივანიშვილი

76. დეკანოიძე - ნოზაძე

84. მუმლაძე - კვასხვაძე

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, სალარიძე, ძამსაშვილი

დინამო

46. დიასამიძე - ბაციკაძე

46. ცანავა - თოდაძე

90. მუჯირი - ვ. თევდორაძე

სათადარიგოები: რ. ტაკიძე, მაკარიანი, ნ. ნასუაშვილი, ჯორბენაძე

გაფრთხილება: ცანავა (22), გოგიტიძე (63), მურველაშვილი (76)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

თამაზ ლაშხი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს