18 წლის ქართველმა ლეგიონერმა დანიური "ორჰუსის" სარეზერვო გუნდის მორიგ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კვიპროსში ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად გაემგზავრა. გუნდს არ ახლავს დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე: ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ ჩათვალა, რომ უცხოეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცეს, ელიტრაუნდამდე კი მათი კლუბებში დარჩენა და სხვების გასინჯვა აჯობებდა.

სხირტლაძემ "ორჰუსის" სარეზერვო გუნდში მორიგი შეხვედრა გასვლაზე "ნორდსიელანდთან" ჩაატარა და დუბლი შეასრულა. პირველ ტაიმში "ორჰუსი" 0:2-ს აგებდა, შეხვედრის ბედი კი სწორედ სხირტლაძემ შემოატრიალა: 53-ე და 56-ე წუთებზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო, ანგარიში გაათანაბრა და თავისიანთა გამარჯვება განაპირობა.

სხირტლაძემ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დავით სხირტლაძე წლეულს "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანეს და შეკრებაზე ხუთ საკონტროლო შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"ორჰუსის" მთავარი მწვრთნელი პეტერ სორენსენი ქართველი თავდამსხმელის მომზადების დონით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში, არაორდინარულობით მეტოქისთვის პრობლემების შექმნა და გამოცდილი ფეხბურთელების სრულფასოვანი შეცვლა. ამას გარდა, იმედოვნებს, ქართველის დახმარებით "ორჰუსი" მეორე წრეში გაცილებით ძლიერად ითამაშებს.

"ორჰუსის" სპორტული დირექტორი ბრიან სტენ მილსენი კი ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე აფასებდა ქართველი ფეხბურთელის პროგრესს და ამბობდა, დათო გაზაფხულზე აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებსო.

ასეც მოხდა: სხირტლაძემ სეზონის განახლების შემდეგ სამივე შეხვედრა "ორჰუსის" ძირითადში დაიწყო. ეს პატარა ამბავი არ არის - დანიის სუპერლიგაში ჩვენებურის კლუბი მესამე ადგილისთვის იბრძვის და, ცხადია, ასეთი გუნდის ძირითადში 18 წლის ქართველის დამკვიდრება გვახარებს.

სხირტლაძემ თავის გამოჩენა გიორგი დევდარიანის ნაკრებშიც მოახერხა და უკვე ასაკიც ხელს უწყობს, ძალები ახალგაზრდულ ნაკრებში რომ მოსინჯოს. ამის თქმის უფლებას მისი დიდი პოტენციალი და ბოლოდროინდელი აშკარა პროგრესი გვაძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა