საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებს ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

დღის პირველ მატჩში "დინამოსა" და "მაკაბის" დაპირისპირება გაიმართა, სადაც დინამოელებმა მეტოქე დიდი სხვაობით, 97:77 დაამარცხეს.

"დინამომ" თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და იოლი მოგება გაიფორმა.

"მაკაბის" გუნდში ორმაგი დუბლით, 46 ქულითა და 17 მოხსნით ლევან რევაზაშვილი გამოირჩა, ხოლო "დინამოს" რიგებში 28 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიგა მეხრიშვილმა შეასრულა. 19 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა კი ირაკლი ალხანაიძეს დააკლდა.

საინტერესო გამოდგა "ოლიმპისა" და "სოხუმის" შეხვედრა, სადაც სოხუმელებმა 72:58 იმარჯვეს. მატჩის საწყისი წუთები "სოხუმის" მცირე უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ოლიმპელები აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმის მიწურულს წინ 35:27 გავიდნენ.

დაძაბული გამოდგა მესამე პერიოდი, სადაც სოხუმელებმა შეძლეს მობილიზება და მინიმალური სხვაობით, 48:47 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასკვნითი მეოთხედი, რომლის მე-4 წუთზე "ზღვისპირელებმა" უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს - 57:49. ოლიმპელებმა შეხვედრის დასრულებამდე 4:39 წუთით 5-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყვეს და დამარცხდნენ.

"ოლიმპის" შემადგენლობაში 16 ქულით თავი ლუკა მინაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი კახა მუმლაძემ გაიფორმა. სოხუმის გუნდს ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 11 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. ჯინჭარაძეს 1 ქულით ჩამორჩა რევაზ როგავა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.

დღის დასკვნით მატჩში შსს-მ "რუსთავს" უმასპინძლა და მეტოქე იოლად - 92:69 დაამარცხა. "ძალოვნებმა" პირველ ტაიმში 11-ქულიან უპირატესობას უწიეს (43:32), რომელიც მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს. მესამე პერიოდში დასაწყისში შსს წინ 15 ქულით - 65:50 გავიდა, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 3:45 წუთზე 82:65 დააფიქსირა და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.

"რუსთაველებს" 13 ქულა შოთა ნარჩომაშვილმა შესძინა, ხოლო შსს აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. შოთა გელაზონიამ 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბექა ჭიჭვეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 11მოხსნაა.

u-20.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა