ჰოლანდიელის გამო "შალკე" 9 ფეხბურთელს ყიდის
კლაას-იან ჰუნტელაარმა "შალკეში" უდიდესი პროგრესი განიცადა და ისევ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია, რაც სუპერგრანდებს შეუმჩნეველი არ დარჩათ - ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ 28 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელით არაერთი გრანდია დაინტერესებული, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ჰუნტელაარს "შალკეს" ფორმით 37 მატჩში 38(!) გოლი აქვს გატანილი.

გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები ამიტომაც ანერვიულდნენ - მათ ჰუნტელაარის დაკარგვა არ უნდათ.

გერმანული პრესის ცნობით, "შალკეს" ბოსებს უნდათ, რომ ჰოლანდიელი გოლეადორი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. "ბილდის" ინფორმაციით, გუნდის შეფები ჰუნტელაარს ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდას უპირებენ.

ეს საკმაოდ დიდი თანხაა ისეთი კლუბისთვის, რომელსაც დღესდღეობით ოფიციალური ინფორმაციით 164 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს. შესაბამისად, თუ ჰუნტელაარის შენარჩუნება უნდა, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი იძულებულია, ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს.

ფაქტია, რომ ჰელდტი, პირველ რიგში, იმ ფეხბურთელებს "დაერევა", რომლებიც "შალკეში" ფელიქს მაგათმა გადაიყვანა და რომლებიც გელზენკირხენულ კლუბს არაფერში გამოადგნენ. მართალია, თავად ჰუნტელაარიც მაგათის ნაყიდია, სამაგიეროდ, "დესპოტმა ფელიქსმა" კიდევ არაერთი ისეთი მოთამაშე იყიდა, რომლებიც დღეს "შალკეს" ვერაფერში ადგებიან.

მაგალითად, მანუელ ხურადო, სერხიო ესკუდერო და ალექსანდერ ბაუმიოჰანი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე სხედან; ედუ, ანტონი ანანი, ვასილიოს პლიციკასი, ჩიპრიან დეაცი, მარიო გავრანოვიჩი და იან მორავეკი კი განათხოვრებულები არიან.

"შალკეში" ცხრავე მათგანი მაგათმა მიიყვანა და საერთო ჯამში, ამ ფეხბურთელების წლიური ხელფასი 15 მილიონი ევროა. ეს კი ის ფულია, რაც "შალკეს" ჰუნტელაარის ჯამაგირის დასაფინანსებლად სჭირდება.

ამათგან გაყიდვის უპირველესი კანდიდატი ესპანელი ნახევარმცველი ხურადოა, რომელიც "შალკეს" 2010 წელს 13 მილიონი ევრო დაუჯდა (ხურადო გელზენკირხენში მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა).

გაირკვა, რომ მილანის "ინტერი" მზადაა, ხურადოს სანაცვლოდ 8 მილიონი გადაიხადოს და ფაქტია, რომ გელზენკირხენელები ამ შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდებიან. ორიოდე დღის წინ ხურადომ ესპანურ გაზეთ "მარკას" უთხრა, ზაფხულში "შალკედან" წასვლას ვაპირებო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს