ბოლომდე იბრძვის აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ - თეიმურაზ ჯუღელმა ოშიდაშით იოშიკაძე დაამარცხა და 4-7 ბალანსი გაუხდა
21 მარტს კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაინაღდა ბაშოს უარყოფითი ბალანსით დასრულება - პროფესიული სუმოს პიონერმა ქართველებში, ლევან ცაგურიამ (კოკაი) მერვე ორთაბრძოლა დათმო ოსაკაში. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არის იმის საფრთხეც, რომ "შავი ზღვა" მესამე დივიზიონში გავარდეს.

სამაგიეროდ, ბოლომდე იბრძვის აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ჩვენებური, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც გამოფხიზლდა და ახლა დადებითი ბალანსისთვის ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მართებს. 21 მარტს მან ოშიდაშით იოშიკაძე დაამარცხა და 4-7 ბალანსი გაუხდა. დღეს გაგამარუს მეტოქე პირველი მაეგაშირა ტოჩინოვაკაა. ლევან გორგაძეზე (ტოჩინოშინი) მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მთელ ელიტაში ყველაზე ცუდად ოსაკაში ის ასპარეზობს (1-10).

გაზაფხულის ბაშოს ორი ლიდერი ჰყავს - 10-10 მოგება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს და მის მონღოლ თანამემამულე კაკურიუს აქვთ.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კოტოოშუ-ბარუტო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (იორიტაოში), კაკურიუ-მიოგირიუ (კატასუკაში), ტოჩინოვაკა-ამინიშიკი (ოშიდაში), გაგამარუ-იოშიკაძე (ოშიდაში), არანი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (სუკუინაგე). ძურიო: არავაში-კოკაი (ტოტარი).

სატურნირო მდგომარეობა

10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე).

9-2: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), შოტენრო (მაეგაშირა 16)... 4-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 1-10: ტოჩინოშინი (მ 3).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-კისენოსატო, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ამინიშიკი-მიოგირიუ, კაკურიუ-შოტენრო, გაგამარუ-ტოჩინოვაკა, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, ტოკიტენკუ-კიოკუტენჰო, ტაკეკაძე-არანი. ძურიო: კოკაი-კიმურაიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ