რიგაში ფრეინდელფელდსის ხსოვნის ტურნირი ტარდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს
24-25 მარტს რიგაში ფრეინდელფელდსის ხსოვნის ტურნირი ტარდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, რომელშიც საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: გიზო მელაძე (50), რამაზ სურმანიძე, ნიკა ცეცხლაძე (ორივე - 55), ამირან შავაძე, ხვიჩა ჭითავა (60), გიორგი დავითაია, ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე, თორნიკე ძამაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე, რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია, ბექა ქურცაძე (96), შოთა გოგისვანიძე, ლევან არაბული, ზურაბ გედეხაური (სამივე - 120).

როგორც ვხედავთ, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა აქცენტი საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებზე გააკეთა - უმეტეს წონებში ფინალისტები წაიყვანა, თუმცა რიგ შემთხვევებში კორექტივების შეტანაც მოუხდა. ასეთ წონებში ფინალისტი იმ მესამე პრიზიორმა შეცვალა, რომელმაც ბრინჯაოსმედალოსანთა შეხვედრა მოიგო. ადეიშვილს რიგაში ზაზა სილაგაძე დაეხმარება, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი კი ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.

ფრეიდენფელდსის მემორიალზე ჩვენგან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც გამოვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის შემადგენლობას: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა (55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარიშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი, ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120). გუნდის თავკაცმა ნუგზარ სხირელმა აქცენტი აქაც საქართველოს პირველობის მედალოსნებზე გააკეთა.

ჩვენები რიგაში შარშანაც გამოვიდნენ ორივე სახეობაში და ახლანდელთაგან რამდენიმე მაშინაც ჭიდაობდა. განსაკუთრებით - "ბერძენ-რომაელებში", თორემ "თავისუფალთა" გუნდი მას შემდეგ ლამის მთლიანად შეიცვალა.

ამათ მხოლოდ ერთი ეყოლებათ მაშინდელი მონაწილე - ლაშა ტალახაძე, რომელიც შარშან ჩემპიონი გახდა, ოღონდ - 50-ში, წელს კი 55-ში გამოვა. "ბერძენ-რომაელთაგან" შარშან რიგაში წულუკიძემ, დავითაიამ, ქობლიაშვილმა და გოგისვანიძემ იასპარეზეს. სხვათა შორის, ოთხივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრების საერთო მონაგარი კი 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაოა; "თავისუფლებმა" კი 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ირგუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს