წლეულს, 29-31 მარტს, მინგეჩაური ნიჩბოსნობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასის გათამაშებას უმასპინძლებს
წლეულს, 29-31 მარტს, მინგეჩაური ნიჩბოსნობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასის გათამაშებას უმასპინძლებს.

საასპარეზოდ რვა ქვეყნის წარმომადგენლები მოიყრიან თავს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრებიც ჩაებმებიან. აკადემიურ ნიჩბოსნობაში, ბაიდარასა და კანოეში ეროვნული გუნდების დასაკომპლექტებლად 24-25 მარტს მცხეთასთან მტკვარზე სამივე დისციპლინაში საქართველოს საზაფხულო პირველობა გაიმართება.

მედლებისთვის თბილისელი, მცხეთელი, ფოთელი, რუსთაველი, ქუთაისელი და დუშელი გოგონები და ვაჟები იბრძოლებენ. მოასპარეზეთა შორის არ იქნება საქართველოს საუკეთესო კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომელმაც შარშან მინგეჩაურში მსგავს შეჯიბრებაზე სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიოს ჩემპიონებსა და პრიზიორებთან ჭიდილში 200 და 500 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მესამე ადგილები დაიკავა.

2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მეთხუთმეტე იყო და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად მცირედი დააკლდა. ოთხი თვეა, ნადირაძე მონდომებით ვარჯიშობს კიევში იქაური მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით. ამჟამადაც უკრაინის დედაქალაქშია და იქიდანვე გაემგზავრება პირველ მაისს პოლონეთში, პოზნანში, სადაც 15-17 მაისს სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

ტურნირზე ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლებას უსაგზუროთა საუკეთესო სამეული მიიღებს. შარშანდელ შედეგებსა და წლევანდელი ინტენსიური მზადების პროცესს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, ამ ტრიოში ზაზა ნადირაძეც აღმოჩნდეს და ნიჩბოსნობაში 30-წლიანი "შესვენების" შემდეგ საქართველოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანოს.

ოლიმპიადის საგზურის მოპოვების კიდევ ერთი შანსიც არსებობს: 21 წლის ვლადა კოსიცკას უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში არაერთხელ გაუმარჯვია საერთაშორისო რეგატებში. შარშან ერთადგილიანი ბაიდარათი მან მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-8 ადგილი დაიკავა, მაგრამ ლონდონში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა, რადგან ოლიმპიურმა ჩემპიონმა თანაგუნდელმა გაუსწრო, ქვეყანას კი ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი მონაწილის გამოყვანის უფლება აქვს.

ნოემბერში ვლადა კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტზე გათხოვდა და გზა გაეხსნა სალიცენზიო ტურნირისკენ ჩვენი ქვეყნის სახელით (როგორც საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა გვითხრა, საამისოდ უკრაინელებს დასტური მიუციათ). ახლა მთავარია, კოსიცკა პოზნანში საუკეთესო სამეულში მოხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს