"ატლანტამ" "კლივლენდი" 103:102 დაამარცხა, ჩვენებურმა კი 14 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი
ზაზა ფაჩულიამ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ შედეგიანობით მაინც გამოირჩა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისმა გუნდმა "ატლანტამ" მეტოქე დაამარცხა.

"ჰოუქსი" იმ "კლივლენდს" მასპინძლობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტუმრად 103: 87 გაანადგურა. ამის გათვალისწინებით, მორიგი წარმატება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ კლივლენდელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში კი მაინც ძლიერმა იმარჯვა - ატლანტელებმა 103:102 დაამარცხეს "კავალერზი" და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი გაიმყარეს.

ფაჩულიამ მოედანზე გატარებული წუთების მხრივ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა მთლიანობაში 48 წუთი ითამაშა და თავი 14 ქულას, 7 მოხსნას, 2 ჩაჭრას და თითო დაფარება-პასს მოუყარა. ზაზამ 12-იდან 5 ორქულიანი და 4-იდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჯოშ სმიტი გახა - 32 ქულა, 17 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.

ატლანტელებს 27 მოგება და 20 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 24 მარტს, "ნიუ ჯერსისთან" ელის.

gbf.ge

[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა