თბილისის "დინამოს" მცველის არყოფნა ელიტრაუნდში 19-წლამდელთა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება
ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კვიპროსში ემზადება. გუნდმა შეკრება რომ დაიწყო, ახალი მთავარი მწვრთნელის სიაში არ იყვნენ "დინამოს" ძირითადში დაწინაურებული არჩილ ტვილდიანი და დათა ხოჭოლავა.

ტვილდიანი თბილისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და კორღალიძემ მიზანშეუწონლად ჩათვალა მისი გუნდიდან მოწყვეტა. ხოჭოლავა კი ტრავმირებულია.

ხოჭოლავამ ფეხი "დინამოს" ესპანურ შეკრებაზე დაიზიანა - მას შემდეგ 18 წლის მცველი მოედანს ვერ დაუბრუნდა.

როდესაც დათას ამბით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ის სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად გერმანიაში მიემგზავრება; მაგრამ ყველაზე სამწუხარო ესაა: როდესაც ფეხბურთელს ვკითხეთ, შეძლებს თუ არა მაისში ხორვატიაში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოედანზე დაბრუნებას, სამწუხარო პასუხი მივიღეთ - დათას თქმით, ის თამაშს მხოლოდ სექტემბრისთვის მოახერხებს.

დათა ხოჭოლავას არყოფნა 19-წლამდელთა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად