"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის ალექს ფერგიუსონის თქმით, ამ უქმეებზე ტრავმებით გაწამებული ჯონსსა და ნანის უკვე შეეძლებათ თამაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის თქმით, ამ უქმეებზე ტრავმებით გაწამებული ფილ ჯონსსა და ნანის უკვე შეეძლებათ გუნდის დახმარება. თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, ფეხბურთელები ძირითადში იქნებიან თუ სათადარიგოთა სკამზე მოხვდებიან, შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ბოლო სამი თამაში გამოტოვა, ინგლისელს კი ამჯერად საშინელი გრიპი და მაღალი სიცხეები აწუხებდა. "ტრავმების მხრივ ჩვენ პრობლემა უკვე აღარ გვაქვს. ჯონსი რა ხანია მომჯობინდა.

წინა ხუთშაბათის ვარჯიშზე ის უკვე მზად იყო, მაგრამ კვირას "ვულვზთან" მისი დაყენება მაინც არ გავრისკე.

აი, "ფულჰემთან" კი ის 100%-ით მზად იქნება. ნანიზე იმის თქმა შემიძლია, რომ ორიოდე დღეში დაუბრუნდება სრულფასოვან ვარჯიშებს. დიდი ხნით მხოლოდ ანდერსონი და ოუენი დაგვაკლდებიან. ფლეტჩერსა და ვიდიჩს აღარც გავიხსენებ. მათ დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა," - უთხრა ფერგიუსონმა "იუნაიტედის" ვებგვერდს.

ბარტონი ფანებით უკმაყოფილოა

"ქუინზ პარკის" 29 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ ჯოი ბარტონს "ქუინზ პარკი"-"ლივერპულის" მატჩის (3:2) დასრულების შემდეგ ფანებისადმი უკმაყოფილებას არ დაუმალავს.

ფეხბურთელმა მათდამი საყვედური "ტვიტერში" თავად გამოთქვა: "ლივერპულთან" საშინლად ვითამაშე. ალბათ ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რაც კი ოდესმე ჩამიტარებია, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. ყველაზე მეტად გულშემატკივართა გამო ვარ გულნატკენი. ჩვენ აუცილებად უნდა გავერთიანდეთ.

ეს მყვირალა ხალხი მე ვერ გამტეხს, რადგან ცხოვრებაში უარესი მომენტებიც გადამიტანია. კმარა ამდენი ნეგატივი. როგორი შედეგი და როგორი სურვილი აჩვენა გუნდმა. არალოიალურად განწყობილი ხალხი კი მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ გვისტვენდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე