მანჩესტერის სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მფლობელმა, მულტიმილიონერმა ბრაიან კენედიმ "რეინჯერსის" შეძენა სერიოზულად გადაწყვიტა
გლაზგოს "რეინჯერსის" პრობლემების შესახებ იმდენად ხშირად ვწერთ, რომ ცოტაც იქნება და მკითხველს ალბათ თავს მოვაბეზრებთ. თუმცა "ჩაფრების" თაყვანისმცემელთათვის კარგი ინფორმაცია გვაქვს: დიდი მანჩესტერის სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მფლობელმა, ინგლისელმა მულტიმილიონერმა ბრაიან კენედიმ "რეინჯერსის" შეძენა სერიოზულად გადაწყვიტა.

ამ მიზნით ის გლაზგოს უკვე ეწვია, დაათვალიერა "აიბროქსი", სავარჯიშო ცენტრი "მიურეი პარკი" და კლუბის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართა. მან ალი მაკოისტს განუცხადა, რომ შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს. კენედის ვიზიტს გულშემატკივრები დიდ იმედებს მაინცდამაინც არ უკავშირებდნენ, რადგან ბიზნესმენი თავდაპირველად აცხადებდა, თუკი სხვა ღირსეული მყიდველი არ აღმოჩნდა, "რეინჯერსს" მხოლოდ მაშინ შევიძენო.

"დეილი რეკორდის" მტკიცებით, დროთა განმავლობაში ბიზნესმენმა პოზიცია შეიცვალა და კლუბით სერიოზულად დაინტერესდა. "დიახ, მისტერ ბრაიანმა დაათვალიერა საკლუბო ინფრასტრუქტურა, თუმცა მოლაპარაკება ხანგრძლივი პროცესია და რაიმე კონკრეტულ გეგმებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე შეუძლებელია," - აცხადებს კენედის პირადი პრესსპიკერი.

გამოცემა იმასაც ამბობს, რომ ბრაიან კენედის მიჩნევა "რეინჯერსის" შეძენის უმთავრეს პრეტენტენტად შეცდომა იქნებოდა. კლუბის ყოფილი მფლობელის, პოლ მიურეისა და მის უკან მდგომი ბიზნესმენების მიერ ჩამოყალიბებულ კონსორციუმ "ცისფერ რაინდებს" ჯერჯერობით ყველაზე მყარი პოზიცია უკავია.

ლაპარაკია ასევე ამერიკულ კაპიტალზე, რომელიც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "შეფილდ უენსდის" შეძენას გეგმავდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. "დაფ ენდ ფელპსის" ადმინისტრატორების თქმით, მათ კიდევ ერთი პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელას არ გეგმავს, რადგან ბრძოლაში ჩაბმა საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს