"კიკერისა" და "ბილდის" ცნობებით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები მართლა სერიოზულად ფიქრობენ "ვერდერის" ვეტერან გოლეადორზე
ივიცა ოლიჩმა "ვოლფსბურგში" გადასვლა გადაწყვიტა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილია. ნილს პეტერსენს კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მობეზრდა და ბავარიელები მას ზაფხულში ან გაყიდიან, ანაც გაანათხოვრებენ - შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნს" მომავალი სეზონისთვის აუცილებლად სჭირდება მინიმუმ ერთი ახალი ცენტრფორვარდი.

"კიკერისა" და "ბილდის" ცნობებით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები მართლა სერიოზულად ფიქრობენ "ვერდერის" ვეტერან გოლეადორ კლაუდიო პისაროზე, რომელიც, თავის მხრივ, მიუნხენში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

პისაროს სიტუაცია ასეთია: 33 წლის პერუელმა მარტის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, გაწყვეტს თუ არა ზაფხულში "ვერდერთან" გაფორმებულ კონტრაქტს, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ კლაუდიო სატრანსფერო ბაზარზე უფასო გახდება. აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლამდე აქვს და ბრემენელები პისაროს სულაც ახალ კონტრაქტს სთავაზობენ - მისი შენარჩუნება 2014 წლამდე სურთ.

ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, საით მიდის ტენდენცია. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ პისარო "ბაიერნში" გადასვლას არ გამორიცხავს - მიუნხენში კარიერის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და იქ დაბრუნებაზე რატომაც არ უნდა ვფიქრობდეო.

პისარო "ბაიერნში" 2001-იდან 2007 წლამდე თამაშობდა და რეკორდმაისტერის ფორმით ბუნდესლიგის 174 მატჩში 71 გოლი გაიტანა. პერუელი არ მალავს, რომ მიუნხენელებთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი "ბაიერნში" დაბრუნება თავად მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მოისურვა. ამ უკანასკნელს პისაროს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

კლაუდიოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 8 საგოლე პასია ("კიკერის" საშუალო შეფასება: 2.71 ბალი). საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად დათანხმდება პისარო "ბაიერნში" სათადარიგოთა სკამის ხეხვას - მიუნხენელებს ხომ მარიო გომესი ჰყავთ და, უმეტესად, მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით თამაშობენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს